ნანუკა ჟორჟოლიანს საქართველოში ბევრი იცნობს. ის უკვე წლებია, რაც ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანს და სოციალურ ქსელშიც ხშირად აზიარებს საკუთარ ფოტოებს. ნანუკა არც პირად ცხოვრებასა და საკუთარ პრობლემებზე ღიად საუბარს ერიდება და გულშემატკივრების მხრიდან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას იღებს.
"ჩემი სიყვარულის შესახებ..." - რა ფოტოებს აქვეყნებს ნანუკა ჟორჟოლიანი
ბოლო დროს ხშირად აღნიშნავენ, რომ ნანუკა შესანიშნავ ფორმაშია. სოციალურ ქსელში ხშირად საუბრობს პიროვნული განვითარების, თავის მოვლისა და წონის კლების შესახებ. ტელეწამყვანი ამ მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას გამომწერებს ხშირად უზიარებს და საუბრობს, თუ როგორ მოახერხა წლების განმავლობაში ზედმეტი წონის კლება, მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სასურველ ფორმაში ჩადგომა. როგორც ნანუკა ამბობს, მეორე შვილის გაჩენისას ის 108 კილოგრამს იწონიდა, მშობიარობის შემდეგ კი ზედმეტი წონა მისი პრობლემა გახდა და ამ პრობლემას სხვადასხვა გზით ებრძოდა.
მის შემთხვევაში მონო-დიეტები ეფექტური არ აღმოჩნდა. მისი განმარტებით, თუკი სწორ კვებას ცხოვრების წესად არ ვაქცევთ, დიეტის დროს დაკლებული კილოგრამები შემდეგ ისევ მარტივად დაბრუნდება.
"ეს გოგო ნორმალურია? რამდენს მიაღწია" - -ნანუკა ჟორჟოლიანის ახალმა ფოტომ დიდი მოწონება დაიმსახურა
ზოგჯერ დილის 4 საათზე შიმშილი მაღვიძებდა. ამ დროს ვაშლს ვჭამდი და ამით ვატყუებდი კუჭს.
4 თვის შემდეგ გადავედი 18-საათიანზე, ვჭამდი 11:00-17:00 შუალედში.
გარდა იმისა, რომ ნანუკას ფანტასტიკურ ტრანსფორმაციას სხვები ამჩნევენ და აღნიშნავენ, საკუთარი შედეგით თავადაც კმაყოფილია და ხშირად აღნიშნავს, რომ ამისთვის ბევრი იშრომა. საილუსტრაციოდ კი წლების წინ გადაღებულ ფოტოებს ხშირად აზიარებს და ცდილობს, ხვა ქალებისთვისაც გახდეს მოტივაცია, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ.
ეს ფოტო რამდენიმე წლის წინაა გადაღებული, კადრში ნანუკა უფროს შვილთან, მარიამ გეგუჩაძესთან ერთადაა. მარიამი უკვე ზრდასრულია, აქვს საკუთარი ცხოვრება და კარიერა; აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო აქტივიზმში და საკუთარ აზრს ქვეყნის განვითარების, პოლიტიკური თუ სოციალური საკითხების ირგვლივ ხშირად აფიქსირებს.
როგორც ნანუკამ ისაუბრა, წონასთან დაკავშირებული პრობლემები მარიამსაც ჰქონდა, თუმცა, დედის მსგავსად, ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა მისთვისაც წარმატებით დასრულდა.
"თქვენი აზრით, შეტყობინებების 80% ჩემს “ინბოქსში” რა თემაზეა? როგორ დაიკლო მარიამმა წონაში? ეს არის მთავარი შეკითხვა... მეგობრებო, მარიამმა ამოიღო პური, ამოიღო ყველანაირი ცომი, ბურღული, ყველანაირი ტკბილეული და დაიწყო ვარჯიში. ანუ დაიწყო სწორი ცხოვრება და, შესაბამისად, ესაა შედეგი“, - ამბობდა ნანუკა ჟორჟოლიანი.
"ჩემი ფავორიტი ადამიანი" - მარიამ გეგუჩაძე დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს