პრიანკა ჩოპრა ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობია. 2000 წელს, 18 წლის ასაკში ჯერ მის ინდოეთის ტიტული მოიპოვა, ორიოდე თვის შემდეგ კი მის სამყარო გახდა. 2015 წელს პრიანკა გადავიდა ლოს-ანჯელესში და სამსახიობო კარიერა ჰოლივუდში გააგრძელა.
ბავშვობაში პრიანკა ხშირად გამხდარა სკოლაში ბულინგის მსხვერპლი. მსახიობის თქმით, თანაკლასელების დაცინვამ მის თავდაჯერებულობაზე ძალიან იმოქმედა.
”შეურაცხყოფა და დაცინვა ღრმად მტანჯავდა. საკუთარ თავში ჩავიკეტე და მინდოდა უჩინარი გავმხდარიყავი. ჩემი თავდაჯერებულობა შეირყა“ - ამბობდა პრიანკა.
იმ დროს პრიანკა მხოლოდ 12 წლის იყო. შევიწროების მიზეზი მსახიობის ინდური წარმოშობა გახდა. სხვა ინტერვიუში პრიანკამ თქვა, რომ მისი ცხოვრება ჯოჯოხეთად გადაიქცა: დედას სკოლაში ბულინგის შესახებ უამბო და ინდოეთში დაბრუნება გადაწყვიტა.
მსახიობის თქმით, ინდოეთმა ჭრილობები განკურნა და დაეხმარა გაეგო, რომ ადამიანები, რომლებიც სხვებს შეურაცხყოფას აყენებენ გარეგანი ნიშნების გამო, ამას მხოლოდ საკუთარი თავის სიძულვილის გამო აკეთებენ.მოგვიანებით, როდესაც პრიანკა შეერთებულ შტატებში დაბრუნდა, ერთ-ერთი პირველი სამხრეთ აზიელი მსახიობი გახდა, რომელმაც ჰოლივუდში დიდ პოპულარობას მიაღწია. თეთრი ვეფხვი, ბოლო ფილმი, რომელშიც მსახიობმა ითამაშა, 2021 წლის ოსკარზე იყო ნომინირებული.
მაგრამ როგორ ახერხებს იგი მუდმივად ასე ლამაზად გამოიყურებოდეს? მსახიობმა თავისი საიდუმლოებები გააზიარა.
„მირჩევნია მსუბუქი და სუფთა გარეგნობა - როგორც წესი, თვალებზე ზედმეტ ლაინერს და ტუშის არ ვისვამ. ტუში არის პროდუქტი, რომლის გამოყენება გვიან დავიწყე. როცა მაკიაჟის გაკეთების უფლებას არ მაძლევდნენ, დედაჩემის მაკიაჟის ჩანთიდან ვიპარავდი და მალულად ვიყენებდი ცოტ-ცოტას. მსუბუქად ვიღებავ ტუჩებს თხელი ფენით დღის მაკიაჟისთვის, საღამოს კი მიყვარს ინტენსიური წითელი ფერი.“
„საღამოს მაკიაჟისთვის ყველაზე ხშირად წითელ პომადას ვირჩევ. მნიშვნელოვანია, რომ არ გადააჭარბოთ, წაისვით ზუსტად იმდენი, რამდენიც საჭიროა. სინამდვილეში, ეს ყველაფერი დამოკიდებულია გარემოებებზე. თუ დაღლილი გამოვიყურები და თვალების ქვეშ მუქი წრეები მაქვს, მათზე ყურადღებას არ გავამახვილებ. და თუ პირიქით, თვალის მუქ ჩრდილებს ვანიჭებ უპირატესობას.“
ნახეთ, რამხელა ასაკობრივი სხვაობაა ჰოლივუდის ცნობილ წყვილებს შორის
ყველაზე ლამაზი "მისები" მსოფლიო ისტორიაში
„მე გავიზარდე ქვეყანაში, სადაც წარმოიშვა იოგა და ბევრი სპა მკურნალობა, დედამ მასწავლა სხვადასხვა ხელნაკეთი სკრაბის დამზადება. მაგალითად, შეგიძლიათ აურიოთ ფქვილი, ლიმონის წვენი და იოგურტი. შეგიძლიათ კურკუმაც დაუმატოთ: ის დადებითად მოქმედებს კანზე. ჯერ კიდევ ბავშვობაში ვიკეთებდი თავის მასაჟებს ზეთებით.დედაჩემი ექიმია, ყოველთვის სარი ეცვა და ზედ სამედიცინო ხალათი. მახსოვს, ბავშვობაში აღფრთოვანებული ვიყავი მისი გარეგნობით. დედას ყოველთვის ჰქონდა ბევრი თვალის ჩრდილი, პომადა, სუნამო - ეს ყველაფერი რაღაც ჯადოსნურად მეჩვენებოდა. ძალიან მინდოდა მისნაირი ვყოფილიყავი“.
პრიანკამ ასევე განმარტა, რას ნიშნავს მისთვის ტერმინი "ლამაზი ქალი". მსახიობის თქმით, ლამაზი ქალი, პირველ რიგში, თავდაჯერებულია. ჩოპრას სჯერა, რომ თავდაჯერებულობა მარტივად არ მოდის - ამაზე უნდა იმუშაო. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს წარმოუდგენლად ლამაზი სახის ნაკვთები, მაგრამ ზოგი მორცხვია და ეშინია ამ სილამაზის.
„შეიძლება შთაგონებული იყოთ ტენდენციებით, მაგრამ მოარგეთ ისინი თქვენს სხეულს, სახეს და ხასიათს. თქვენ არ გჭირდებათ ბრმად მიჰყვეთ ტენდენციებს: მნიშვნელოვანია იმის გაგება, არის თუ არა ისინი თქვენთვის შესაფერისი“, - გვიზიარებს მსახიობი.
„ვფიქრობ, მთავარია არ უარვყოთ ეს გრძნობები. თუ მოწყენილი ხართ, უნდა მისცეთ საკუთარ თავს დარდის უფლება, გადალახოთ ეს ემოციები და არ გაექცეთ მათ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია გყავდეთ ადამიანები, ვისთანაც შეგიძლიათ ისაუბროთ“.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1 დეკემბერს პრიანკა ჩოპრამ მუსიკოს ნიკ ჯონასზე იქორწინა. ქორწილი 2 ეტაპად შედგა: ჯერ ახალდაქორწინებულებმა პატივი მიაგეს პატარძლის წარმოშობას და ყველა ტრადიციის მიხედვით მოაწყვეს ნამდვილი ინდური ქორწილი. სამი დღის შემდეგ კი მეორე ცერემონია გაიმართა, ქრისტიანული ტრადიციების მიხედვით.