„ბაბის გაფრენა უნდა ყოფილიყო სრულიად ჩაბნელებულ დარბაზში და მხოლოდ მასზე უნდა ყოფილიყო მიმართული ძლიერი შუქი..." - ია ფარულავა - Marao

„ასე გაფრენა არ იყო სწორი... მე, როგორც ნიჭიერი და გამოცდილი რეჟისორი, გიზიარებთ ჩემს აზრს" - რას ამბობს ია ფარულავა ბაბი კირკიტაძის შესახებ

2023-12-02 12:46:22+04:00

რამდენიმე დღის წინ ანრი ჯოხაძემ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზული სოლო-კონცერტი გამართა. მომღერალი მსმენელის წინაშე საკუთარი პოპულარული სიმღერებითა და დუეტებით წარდგა. მან ცნობილი სიმღერები დასთან, მაგდა კოხაძესთან და ქართული სცენის სხვა ვარსკვლავებთან ერთად შეასრულა, მათ შორის იყვნენ: მაია ჯაბუა, ნინი ბადურაშვილი და ეკა კახიანი. საღამო ორიგინალური აკრობატული ნომრით მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ გააფორმა, რაც მსმენელისთვის მოულოდნელი სანახაობა აღმოჩნდა.

კონცერტის ერთ-ერთი ნომერი ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმღერა "სიყვარული დაფრინავს" იყო, რომელიც წლების წინ ნატო მეტონიძის, ლიზა გაბრატიონისა და უცნობის შესრულებით გახდა პოპულარული. ამ საღამოზე კი დუეტში ანრიმ და ბაბიმ შეასრულეს. სიმღერის დროს ბაბი კირკიტაძემ სპეციალური აღჭურვილობით ჰაერში აკრობატული ნომერი შეასრულა და ამით მაყურებლისა და მსმენელის განსხვავებული განწყობები დაიმსახურა - ზოგმა ორიგინალური ნომერი მოიწონა, ზოგმა კი ქილიკისა და კრიტიკის ობიექტად აქცია. 

ია ფარულავა ჰოლივუდში - ქართველი მსახიობის მასტერკლასი უცხოელ სტუდენტებს და 1994 წელს გადაღებული ნაკლებად ცნობილი კადრები 

"რადგან 32 წლის ვარ, გამუდმებით მეკითხებიან, თუ რატომ არ ვთხოვდები;0 აქამდე ასე როგორ დარჩი, ასეთი კარგი გოგოო" 

ამჯერად ბაბის პერფორმანსს მსახიობი ია ფარულავა ეხმიანება. როგორც ის აღნიშნავს, ბაბის სანახაობის დროს განათება არასწორად იყო შერჩეული: 

„ბაბის გაფრენა უნდა ყოფილიყო სრულიად ჩაბნელებულ დარბაზში და მხოლოდ მასზე უნდა ყოფილიყო მიმართული ძლიერი შუქი. განათებულ დარბაზში არ იყო სწორი... მე, როგორც ნიჭიერი და გამოცდილი რეჟისორი, გიზიარებთ ჩემს აზრს.

რომელს გაქვთ თავი ეგრე იფრინოთ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ისე რომ არ შეგეშინდეთ?! ეს რომ ბიონსეს გაეკეთებინა, ან ვინმე სხვას იტყოდით: „ვაუ რა მაგარია“... დააფასეთ ვინც გვყავს ნიჭიერი და კარგი,“ – ამბობს ია ფარულავა.