მოდის ექსპერტი, ბლოგერი და დიზაინერი, მომხიბლავი ქალბატონი, რომელიც გემოვნებიანად იცვამს და მუდმივად ფორმაშია - ასე ახასიათებენ დალი ჩიტალაძეს, რომელიც სოციალურ ქსელსა და საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. პატარა გოგონასავით მხიარულია. ცდილობს, იყოს ლაღი და ეცვას ხალისიანი ფერის სამოსი.
ამბობს, რომ გენეტიკა და ბუნება ყოველთვის ვერ დაეხმარება, თუკი გარკვეულ დისციპლინას თავადაც არ გამოიმუშავებს, არ ივარჯიშებს, ჯანსაღად არ იკვებება და ა.შ.
ფოტო 20-წლიანი სხვაობით - როგორ გამოიყურებოდა წლების წინ უმშვენიერესი და უბერებელი დალი ჩიტალაძე
„ბედნიერებაა შენი დედა რომ ვარ, მადლობა ღმერთს, რომ ასეთი შვილი მყავს" - დალი ჩიტალაძე შვილს დაბადების დღეს ულოცავს
"ეს ყველაფერი ცოტა გენეტიკის, ცოტა თავის მოვლის დამსახურებაა. ვცდილობ, კვირაში სამჯერ მაინც ვივარჯიშო, ღამე არ გავათენო, სრულფასოვნად გამოვიძინო, შეძლებისდაგვარად ჯანსაღი პროდუქტები მივიღო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ტკბილეული, ნამცხვარი და მისი ცხობაც, ერთ დღეს რომ დავაგემოვნებ, შემდეგ რამდენიმე დღე თავს უფლებას აღარ ვაძლევ, ვჭამო" - ამბობს ის.
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ინტერესი იზრდება ნაძვის ხის მიმართაც - როგორი სათამაშოები იქნება წელს მოდაში, რომელი ფერებია ტრენდული და ა.შ.
ამჯერად დალი ჩიტალაძე საზოგადოებას სწორედ ნაძვის ხის მორთვის დეტალებს უზიარებს:
"ნაძვის ხის ერთ ფერში მორთვა ძალიან ტრენდულია. ასევე შეიძლება მოვრთოთ ვინტაჟური სათამაშოებით. არასდროს არ აჰყვეთ ტრენდებს - გაითვალისწინეთ თქვენ როგორ ხასიათზე ხარ და ნაძვის ხეც იმის მიხედვით მორთეთ.
მორთვას ჯერ გვირგვინით ვიწყებ, შემდეგ კი სანათებით. წელს ძალიან პოპულარულია წვიმები."