ვერძი
კარიერა და ფინანსები: ვერძებისთვის კარგი პერიოდია დიდი ხნის სურვილების შესასრულებლად. შრომისმოყვარეობით შეძლებთ თითქმის ყველაფრის მიღწევას. თქვენ წინ წახვალთ სწრაფი ტემპით. შესაძლოა მეტი შრომა მოგიწიოთ იმ ფინანსური სტაბილურობისთვის, რომლისკენაც ისწრაფვით. თქვენ მიიღებთ კარგ ანაზღაურებას თქვენი წარსული ინვესტიციებიდან.
ჯანმრთელობა: ეს პერიოდი ფიზიკურ და გონებრივ კეთილდღეობას გპირდებათ. თქვენ იქნებით მოდუნებული და, ამასთანავე, ენერგიით სავსე.
ურთიერთობები: პარტნიორის მხრიდან დომინირების მცდელობა ურთიერთობაში დისბალანსს შემოიტანს. ჰარმონიისა და სიმშვიდისთვის საჭიროა ერთმანეთის პატივისცემა და ერთმანეთის მხარდაჭერა. დაიცავით ჯანსაღი დისტანცია ოჯახის წევრებთან.
კურო
კარიერა და ფინანსები: მიუხედავად პროფესიული მიღწევებისა და წარმატებისა, შეიძლება იგრძნოთ, რომ თქვენი პოტენციალი ბოლომდე არ არის გამოყენებული და ვერ მიაღწიეთ კარიერულ მიზნებს. სანამ შეცვლით სამუშაოს პერსპექტივებს, კარგად დაფიქრდით. ფინანსური მდგომარეობა კარგი იქნება, მაგრამ ამ თვეში ხარჯების გათვალისწინება მოგიწევთ.
ჯანმრთელობა: იგრძნობთ აქტიურობას და ენერგიით სავსე იქნებით. არ გელით არანაირი პრობლემა და ფიზიკური ტკივილი.
ურთიერთობები: თქვენ უნდა გამოსწორდეთ და გაახალისოთ თქვენი ურთიერთობა. აანთეთ ნაპერწკალი ამ კვირაში თქვენი ურთიერთობისთვის, გამოიჩინეთ ინიციატივა და იყავით უფრო აქტიური.
ტყუპები
კარიერა და ფინანსები: ამ კვირაში დანაკარგები გელით. ამიტომ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, მოერიდოთ ქაოსს. გაითვალისწინეთ, რომ არ აიღოთ იმაზე მეტი ვალდებულება, ვიდრე თქვენი შესაძლებლობებია. იყავით მეტად ორგანიზებული და დასახეთ უფრო გრძელვადიანი გეგმები.
ჯანმრთელობა: ამ კვირაში ჯანმრთელობის პრობლემები იჩენს თავს, მოსალოდნელია, რომ ოპერაცია ან სხვა სამედიცინო დახმარების მიღება დაგჭირდეთ. იყავით მშვიდად და მოერიდეთ ნერვიულობას.
ურთიერთობები: დისბალანსი და დისკომფორტი შესაძლოა უფრო თვალსაჩინო გახდეს. ეცადეთ, უფრო მეტად გაითვალისწინოთ პარტნიორის აზრი, ერთად მიიღეთ გადაწყვეტილებები. გამოიჩინეთ პატივისცემა და სიყვარული ოჯახის წევრების მიმართ.
კიბო
კარიერა და ფინანსები: შეიძლება ბევრი რამ გქონდეთ, რაც თქვენს ყურადღებას საჭიროებს, მაგრამ თქვენ უნდა გაამარტივოთ და პრიორიტეტულად დაალაგოთ თქვენი განრიგი. უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რაც ბრწყინავს, არ არის ოქრო. იყავით გონივრული, ორგანიზებული და ორიენტირებული, რითაც შეინარჩუნებთ კარგ ფინანსურ მდგომარეობას.
ჯანმრთელობა: რჩევაა, დაკავდეთ პოზიტიური, ნაკლებად სტრესული საქმით და არ იფიქროთ წვრილმან საკითხებზე. დაარეგულირეთ ვარჯიშის რეჟიმი და ყურადღება გაამახვილეთ ჯანსაღ კვებაზე. შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე თქვენს ცხოვრებაში.
ურთიერთობები: თქვენი ურთიერთობები განვითარდება და გაძლიერდება. რეკომენდებულია კარგი გონებრივი და ფიზიკური კავშირი და კეთილგანწყობა თქვენს მეუღლესთან. ოჯახი ბედნიერი და კმაყოფილი იქნება ყურადღებითა და თქვენ მიერ დათმობილი დროით.
ლომი
კარიერა და ფინანსები: თქვენ უნდა იყოთ ფხიზლად თქვენი პროფესიის მიმართ. სავარაუდოდ, საქმეები არ წავა ისე, როგორიც თქვენი მოლოდინი იყო. ფრთხილად მიიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სამსახურში და გამოიჩინეთ პოზიტიური დამოკიდებულება. ბიზნესმენებმა თავი უნდა დაიცვან ფინანსური ზარალისგან. ფინანსები ამ კვირაში სტაბილური იქნება.
ჯანმრთელობა: განსაკუთრებული პრობლემები არ გელით. შესაძლოა, ცოტა უგუნებობა და უენერგიობა იგრძნოთ, თუმცა მეგობრებისა და ოჯახის წევრების დახმარებით ამ დისკომფორტის გადალახვას მარტივად შეძლებთ.
ურთიერთობები: მიუხედავად იმისა, რომ თქვენს პარტნიორში დარწმუნებული ხართ, შესაძლოა, კონფლიქტმა სერიოზული სახე მიიღოს. იმუშავეთ ერთმანეთის გაგების გასაუმჯობესებლად. თქვენ შეიძლება გქონდეთ გარკვეული კომუნიკაციის ხარვეზი ოჯახის წევრებთანაც.
ქალწული
კარიერა და ფინანსები: ნაწინასწარმეტყველებია ახალი პოზიცია ახლანდელ სამსახურში ან ახალი სამუშაო თქვენი სურვილისამებრ. ბიზნესმენები მიიღებენ ახალ შესაძლებლობებს, გაფართოვდნენ ახალი პროექტებით. ფინანსები მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ჯანმრთელობა: შესაძლოა, ზედმეტად ხართ დაკავშირებული სამუშაოსა და ოჯახის მიმართ თქვენს ვალდებულებებთან, მაგრამ გამოყავით დრო არა მხოლოდ ვარჯიშისთვის, არამედ დასვენებისთვისაც.
ურთიერთობები: შეეცადეთ გააუმჯობესოთ თქვენი სექსუალური ცხოვრება. თქვენი ურთიერთობა ოჯახთან იქნება სტაბილური, არ გელით განსაკუთრებული სიახლეები.
სასწორი
კარიერა და ფინანსები: შეიძლება საქმით სავსე კვირა გქონდეთ, მაგრამ ყოველთვის ახერხებთ საყვარელი ადამიანებისთვის დროის გამონახვას და ასევე საკუთარ თავზე ზრუნვას. ზრდა და სამუშაოთი კმაყოფილება ამ კვირაში გარდაუვალია. ფინანსური მდგომარეობა კარგი იქნება, ისიამოვნებთ თქვენი წარმატებით.
ჯანმრთელობა: თუ გსურთ დაორსულება, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი. სხვა მხრივ, არ გელით განსაკუთრებული ცვლილები ან პრობლემები.
ურთიერთობები: შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება, უარყავით თქვენი ეგო, გააუმჯობესეთ თქვენი ქცევა და შეეცადეთ უფრო ბედნიერი სექსუალური ცხოვრება გქონდეთ. დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო ორივე პარტნიორისგან, რომ თქვენი ურთიერთობა ისევ სწორ გზაზე დაიბრუნოთ.
მორიელი
კარიერა და ფინანსები: თქვენი შესაძლებლობები და ინტელექტი ბევრ ჯილდოს მოგანიჭებთ და თქვენი შრომა დაჯილდოვდება. ერთადერთი, რაც გაკლიათ, არის თანმიმდევრულობა და ფოკუსირება. ბიზნესმენები განახორციელებენ ახალ იდეებს და გამოირჩევიან კრეატიულობით და კარგ მოგებას მიიღებენ. თქვენი ძალისხმევა ფინანსურად დიდ დივიდენდებს მოიტანს.
ჯანმრთელობა: ჯანმრთელობის მოულოდნელი პრობლემები იჩენს თავს. რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი და ჯანმრთელობის შემოწმება. იყავით ფრთხილად თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
ურთიერთობები: თქვენ იბრძვით ჯანსაღი ბალანსის შესანარჩუნებლად თქვენს ურთიერთობაში. ურთიერთობის განვითარებისთვის დრო და ძალისხმევაა საჭირო. ოჯახური ურთიერთობა კარგი იქნება და ოჯახის წევრები გაიგებენ და პატივს სცემენ თქვენს გადაწყვეტილებებს.
მშვილდოსანი
კარიერა და ფინანსები: თქვენი კოლეგები გაყენებენ დიდ სტრესს, დისჰარმონიას სამუშაო ადგილზე. ბიზნესმენები შესაძლოა განაწყენდნენ მათი კოლეგების ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო და ამან შეიძლება გამოიწვიოს პროექტის/შეკვეთის გაუქმება. ფინანსურად შესაძლოა ზედმეტი ხარჯებით მცირე პრობლემები შეგექმნათ.
ჯანმრთელობა: თქვენ უნდა გაუფრთხილდეთ თქვენს ემოციურ ჯანმრთელობას. თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა და არ მისცეთ უფლება წვრილმანებს, დაგსტრესოთ.
ურთიერთობები: ურთიერთობაში სტაბილურობასა და დისციპლინას მიაღწევთ. დროდადრო მოერიდეთ თქვენი ემოციების სრულად ჩვენებას. ოჯახი კმაყოფილი იქნება თქვენი ერთგულებით მათ მიმართ, მაგრამ მათთან ერთად გართობა და მხიარულება არ გაწყენდათ.
თხის რქა
კარიერა და ფინანსები: ადამიანებს, რომლებიც ეძებენ ცვლილებას, გაუმართლათ და შესაძლოა, თავიანთი საოცნებო პოზიცია დაიკავონ. მზად უნდა იყოთ, პოზიტიურად მიიღოთ ცვლილებები, რომლებიც თქვენს გზაზე მოდის და გახსოვდეთ, იღბალი თქვენ მხარესაა. ფინანსური მდგომარეობა კარგი იქნება, მაგრამ ხარჯები, სავარაუდოდ, ძალიან გაიზრდება.
ჯანმრთელობა: თქვენ უნდა იზრუნოთ კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, სწორი ძალისხმევისა და დაბალანსებული დატვირთვის გზით.
ურთიერთობები: თქვენ შეიძლება შეშფოთებული იყოთ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით და რჩევისთვის ახლობლებისთვის მიმართვის ნუ მიგერიდებათ. ნუ იქნებით პრობლემების მიმართ გულგრილი და მათი უგულებელყოფის ნაცვლად, იპოვეთ მოგვარების გზები.
მერწყული
კარიერა და ფინანსები: ეს კვირა შეიძლება მიუთითებდეს, რომ იპოვეთ თქვენი კომფორტის ზონა სამსახურში ან გადაწყვიტეთ ახალ სამსახურში გადასვლა თქვენი შემოქმედებითი სურვილების ასასრულებლად. ნებისმიერ შემთხვევაში, სამსახურში უფრო ბედნიერი იქნებით. მზად უნდა იყოთ ცვლილებებისთვის და იმუშაოთ მათ განხორციელებაზე.
ჯანმრთელობა: თუ თქვენი მიზანი სხეულის ფორმების შეცვლა, ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯიბესება იყო, ამ კვირაში შედეგს თვალნათლივ დაინახავთ, სხვა მხრივ, პრობლემები არ გელით.
ურთიერთობები: ეს კვირა გპირდებათ ურთიერთობაში ერთგულებასა და სტაბილურობას. საშინაო ფრონტზე დატკბებით ჰარმონიით და სიმშვიდით. ოჯახის ყველა წევრთან კარგი ოჯახური ურთიერთობა გექნებათ.
თევზები
კარიერა და ფინანსები: კარგი შესაძლებლობები გაგიჩნდებათ და კარგ ანაზღაურებას მიიღებთ. გაგიჩნდებათ შემოსავლის ერთზე მეტი წყარო და თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.
ჯანმრთელობა: შესაძლოა, ბევრ სოციალურ შეკრებას და ღონისძიებას ესწრებით, რის გამოც უგულებელყოფთ თქვენს ჯანმრთელობის პრობლემებს. რჩევაა, ყურადღება გაამახვილოთ თქვენს ჯანმრთელობაზე.
ურთიერთობები: ამ კვირაში უფრო ემოციური და ვნებიანი იქნებით და თქვენს პარტნიორს ეს მოეწონება. ჰარმონია გექნებათ ოჯახთან, განსაკუთრებით, ახალგაზრდებთან.