ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის წყვილი უკვე წლებია, აქტუალობას არ კარგავს. მათი ურთიერთობა, ოჯახი და შვილები საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდ ყურადღებასა და სიყვარულს იმსახურებს. ანუკისა და კახას ოთხი შვილი: ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლა ჰყავთ.
ანუკიმ და კახამ ერთმანეთი იტალიაში გაიცნეს:
“მე ვიყავი 18 წლის. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. მაშინ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. მერე, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. მერე მითხრა, რომ შეგხვდი, მაშინ გამახსენდა, რომ ის გოგო იყავი, რომელიც მომეწონაო. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი.
"ეს არის ჭრილობა, რომელიც სანამ ვცოცხლობ, ჩემს გულში იქნება... ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩემს მშობლებს ჩემი საქციელით, ჩემი კაცობით, შევუმსუბუქო ცხოვრება" - კახა კალაძე გარდაცვლილი ძმის და მის ოჯახში დატრიალებული ტარგედიის შესახებ
"როცა შვილებს სწორად ზრდი... კარგი ბიჭების კარგი დედა" - ანუკი არეშიძე უმცროსი შვილების ვიდეოს აქვეყნებს
"2 წელიწადში ჩემი და ანუკას გზები გაიყარა... იყო, რა თქმა უნდა, დაშლის დროს მომენტები, რომლებიც ჩემთვის მტკივნეული იყო" - რას ჰყვება ბიჭოლა ანუკი არეშიძესთან ურთიერთობაზე
მე ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერს გამოვხატავ, ვამბობ. კახი სიყვარულს უთქმელად, ჩუმად გამოხატავდა. თვალებით რომ მელაპარაკებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. ალბათ, ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ სხვა გოგონები, როცა მის გვერდით მხედავდნენ“ – ამბობდა ანუკი.
ანუკი არეშიძემ საკუთარი ბრენდი Anouki 2013 წელს თბილისში შექმნა, თუმცა მას უკვე ევროპაშიც კარგად იცნობენ. დიზაინერი ქალის ხაზის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებსაც ქმნის. სულ ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ საბავშვო ხაზის წარმოება დაიწყო, რომელსაც უმცროსი შვილის, ნიკოლასის სახელი დაარქვა.
როგორც ცნობილია, ანუკი არეშიძე ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ის ბევრს მოგზაურობს და მინიმალისტურ, ესთეტიკურ კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.
ანუკი გამორჩეული სტილის გამო მოდურად ჩაცმის მოყვარულების ინსპირაციის წყაროდ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იტალიაში, საფრანგეთსა და უკრაინაშიც იქცა. ამჯერად ის "ინსტაგრამზე" ახალ ფოტოს აქვეყნებს: