ფოტოები: გვანცა დარასელია და თიკა ფაცაცია შვილებთან ერთად კახეთში ისვენებენ - Marao

ფოტოები: "ჩვენ და ჩვენები" - თიკა ფაცაციასა და გვანცა დარასელიას ოჯახური კადრები შვილებთან ერთად

2023-12-04 10:57:21+04:00

თიკა ფაცაციას ტელეეკრანებიდან თუ სოციალური ქსელიდან ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და საკუთარ გამომწერებს ხშირად აწვდის სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაციას, აძლევს რჩევებს სილამაზესა და თავის მოვლასთან დაკავშირებით და, გარდა ამისა, გულშემატკივრებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებსაც ყოველდღიურად უზიარებს.

თიკა ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავითზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია. მათი სასიყვარულო ისტორია მრა­ვა­ლი წლის წინ დაიწყო, ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა თიკა მო­დე­ლობ­და. იმ პერიოდში და­ვით ან­თე­ლი­ძე ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და, ფა­ცა­ცია ტე­ლე­ვი­ზორ­ში ნახა და თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა პი­რა­დად გა­ეც­ნო. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს.

დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენა და თავს ყოველთვის არიდებს კამერებს. პირად ცხოვრებაზე არც ფაცაციას უყვარს საუბარი, თუმცა „ინსტაგრამის“ მის ოფიციალურ გვერდზე ოჯახურ ფოტოებს ხშირად აზიარებს. 

ვიდეო: "აბა, შემოიჭყიტეთ ჩემს გარდერობში... უამრავ კითხვას ვიღებ ამაზე და ახლა ყველაფერს გეტყვით" - გვანცა დარასელიას პატარა ხრიკები თავის მოვლისა და სილამაზის შესახებ 

"ისეთი ბიჭია, როგორზეც ვოცნებობდი" - რას წერს თიკა ფაცაცია უფროსი ვაჟის შესახებ, რომელსაც წარმატებული კარიერა აქვს 

"რომელი ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯობია ამ სილამაზეს?" - თიკა ფაცაციას ახალი ფოტო დიდი მოწონებას იმსახურებს 

„თინეიჯერობის პერიოდში შექმნილი ოჯახი ჩემთან სხვანაირად დალაგდა. 17 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. ასევე თინეიჯერი ვიყავი, დედა რომ გავხდი. მენტალურად შეიძლება ადამიანი არ იყოს ამ ყველაფრისთვის მზად, მაგრამ ეს არის ნაბიჯი, რომელიც მთელ შენს ცხოვრებას ცვლის და თავდაყირა აყენებს. შენ როგორ გაიზრდები ამ ახალ მოცემულობასთან ერთად, ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

მივხვდი, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მომენიჭა, როგორც მეუღლეს და როგორც მშობელს. არ მქონია მომენტი, რომ გავიზარდე, ახლა სახლში უნდა დავჯდე და ბავშვი გავზარდო, პირიქით. ძალიან მეოჯახე ტიპი ვიყავი თავიდანვე, ამიტომ ეს ნაწილიც მშვიდად გავიარე. ამერიკაში რომ წავედი საცხოვრებლად, მთლად მოვწყდი ყველაფერს, ჩემს მაშინდელ შოუბიზნესს, აღმოვჩნდი ამერიკაში, სადაც გავაჩინე ბავშვი... კარგი გადაწყვეტილება მივიღე ქმართან დაკავშირებით. მან ძალიან კარგად გაიაზრა ჩემი ასაკი. ისეთი რაღაცები მომცა და ჩადო ჩემში, რომ არ გამიჩნდა არანაირი შეგრძნება, რომ მე რაღაც ეტაპი დავტოვე, ახლა დიდი ქალი ვარ და ქალური ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო", - თქვა თიკა ფაცაციამ ერთ-ერთ ინტერვიუში.

გვანცა დარასელია 1989 წელს დაიბადა. 2008 წელს წარადგინა საქართველო „მის სამყაროზე". 2008 წლიდანვე მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში. ცოტა ხნის წინ კი, 15-წლიანი მუშაობის შემდეგ, ეს არხი დატოვა და განაცხადა, რომ დასვენება და ახალი გამოწვევები სჭირდებოდა. ეკრანიდან გაუჩინარების ოთხთვიანი პაუზის შემდეგ გვანცა ,,პირველ არხზე” გამოჩნდა მუსიკალური შოუ “ვოისის” წამყვანად. ამ ნაბიჯებით წერტილი დაუსვა კარიერულ სტაბილურობას და პერიოდული ცვლილებების რეჟიმში გადავიდა. როგორც “სარკესთან” თავად ამბობს, მუდმივად სიახლეების მოლოდინში იქნება და ეს ძალიან მოსწონს.

გვანცა დარასელიამ რჩეულზე, ვახო მჭედლიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ერეკლე და ლილე ჰყავთ. გვანცა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს შვილების ყოვედღიურობას და, როგორც თავადაც განმარტავს, მათ ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული: 

"მე ისედაც დიდი დოზით ვიყავი ჩართული შვილების ცხოვრებაში. არ მქონდა ისეთი სამუშაო გრაფიკი, რომელიც ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დეფიციტს გამოიწვევდა. ჩემთვის პრიორიტეტული ყოველთვის ოჯახი იყო და შემდეგ – ყველაფერი დანარჩენი. ყოველთვის ყველაფერს ისე ვგეგმავ, რომ შვილებსა და მეუღლეს ყურადღება არ მოვაკლო" - ამბობს ის.