ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის წყვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. მაიკო პროფესიით მსახიობია, ხოლო ანდრია, მსახიობობასთან ერთად, მომღერლობასაც ითავსებს. წყვილმა ერთმანეთი 2014 წელს, თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნო და როგორც ამბობენ, სიყვარულის ისტორიაც ასე დაიწყო. ანდრიამ და მაიკომ ერთად რამდენიმე სპექტაკლშიც ითამაშეს და მათი თქმით, ყველაზე მეტად ის უყვართ, რომელშიც რომეოს და ჯულიეტას როლები მოირგეს.
წყვილი „ინსტაგრამზე“ აქტიურობით გამოირჩევა და საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებს. წყვილს ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს.

„უარი ვთქვი ძალიან სერიოზულ პროექტებზე ანდრიას იმდროინდელი ხასიათის გამო" - ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე ურთიერთობის შესახებ
„წარმომედგინა, რომ ძალიან კარგი მამა იქნებოდა, რადგან ძალიან ყურადღებიანი და თბილი ადამიანია. დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. ბავშვის დაბადების შემდეგ შეიცვალა, კიდევ უფრო მზრუნველი გახდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ანდრია ჩვენი შვილისთვის მეორე დედაა. რაც ბავშვს სჭირდება, აბსოლუტურად ყველაფერი კარგად გამოსდის და ყველანაირად მეხმარება. უფრო სწორად, როცა ანდრია სახლშია, ბავშვისთვის ჩემზე მეტს ის აკეთებს. სანი ჩემზე მეტად ანდრიაზე გიჟდება. როცა ანდრია სახლშია, მასზეა მიწებებული.. მე არ ვეჭვიანობ, ძალიან მიხარია, ცოტას ვისვენებ ხოლმე…“ - ამბობდა მაიკო ვაწაძე.
"მგონი, ცუდი მოდელები არ უნდა ვიყოთ" - ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის საახალწლო ფოტოსესია და რომანტიკული კადრები
ბედნიერი წყვილი სოციალურ ქსელში ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს და გამონაკლისი არც მათ მიერ ბოლოს გამოქვეყნებული კადრებია, სადაც ანდრია შვილთან, უსაყვარლეს ალექსანდრესთან ერთად პოზირებს: "ერთმანეთზე ლამაზები ხართ", "საოცარია მამაშვილობა", "ბედნიერი და ლამაზი ოჯახი" - წერენ კომენტარებში.
„სანის დაბადებამ უფრო მეტად განამტკიცა ჩვენი ურთიერთობა, როდესაც ბავშვია ოჯახში, მას იმდენი დრო მიაქვს, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ შენს მეუღლეს და საყვარელ ადამიანსაც სჭირდება ზრუნვა და მოფრთხილება. ჩვენ შორის სიყვარული რომ არ ვითარდებოდეს, ერთად ცხოვრებას ვერც გავაგრძელებდით. ჩვენი სიყვარული უფრო ძლიერდება. ჩემი და მაიკოს მიზანია, ვიყოთ თავისუფალი ადამიანები და შვილიც ასე გავზარდოთ" - ამბობდა თავად ანდრია გველესიანი.
"ჩვენს შორის სიყვარული რომ არ ვითარდებოდეს, ერთად ცხოვრებას ვერც გავაგრძელებდით" - ანდრია გველესიანი მაიკო ბიწაძის შესახებ საუბრობს