მომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და მომღერლის გათხოვების შესახებ არაერთი ჭორიც დადიოდა.
თიკა ჯამბურიამ ბავშვობის სიყვარულზე ადრეულ ასაკში იქორწინა, თუმცა მისი და ბექა ხოფერიას კავშირი მალევე დასრულდა.
"დრო იყო, გადამედგა ეს ნაბიჯი, რაზეც დიდხანს ვოცნებობდი... კი, კარგად ვარ, ბედნიერი ვარ და არ მინდა, ჩემი საუბრით ამ ბედნიერებას ხელი შევუშალო…" - თიკა ჯამბურია თავის ცხოვრებაში მომხდარი სიახლეების შესახებ
„ხათუნა ჩემს დედამთილად დარჩა. ყოფილ დედამთილს არ ვეძახი. ძალიან მიყვარს. ჩვეულებრივად შეიძლება, ყოფილ დედამთილთან ასეთი ურთიერთობა გქონდეს. ჩვენ გვყავს საერთო ადამიანი, ნინა, რომელიც ასე გვაახლოებს ერთმანეთს. მე, ფაქტობრივად, ხათუნას გაზრდილი ვარ, რადგან ძალიან პატარა ვიყავი. პირველივე წუთიდან ახლო ადამიანად მიმიღო და მივიღე. მეგობრები ვართ. ხშირად ვურეკავთ ერთმანეთს და ვჭორაობთ, ახალი ურთიერთობების შესახებაც მილაპარაკია. მიმღებლობა აქვს ამისი. ნინას უქმნის ეს დიდ კომფორტს. ბავშვი არ არის დაძაბული. მე და ბექასაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. ამაში ხათუნას ძალიან დიდი დამსახურება აქვს. მან დაალაგა…“ - ამბობდა თიკა ჯამბურია.
"ცნობილი მეგობრები აღარ მყავს... ზედმეტ კილოგრამებს გავაყოლე ყველა, ვინც ჩემზე ცუდად მოქმედებდა" - თიკა ჯამბურიას გულახდილი ინტერვიუ პირად ცხოვრებაზე, ოჯახსა და კარიერაზე
"ყოფილებს არ ვეძახი, ისინი არიან ჩემი რძლები. მე დავიტოვე ჩემთვის უფლება, რომ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს თავად მივანიჭო სტატუსი და შესაბამისად, ისინი არიან რძლები, ჩემი მანჩო, თიკუნა, ჩემი ინა… ისინი, ვინც მათ გვერდით არიან… ჩემი რძლები ჩემი შვილიშვილების დედები არიან. ვერ ვეყვარები შვილიშვილებს, თუკი მათ დედებს არ ვეყვარები“, - ამბობდა თავად ხათუნა ხოფერია.
"25 კილო დავიკელი 9 თვეში, შეყვარებულიც ვარ... ჩემთვის ერთადერთი გამოსავალი ცხოვრების სტილის შეცვლა იყო" - რას ჰყვება თიკა ჯამბურია ბოლო წლებსა და საკუთარ ცხოვრებაზე
როგორც ცნობილია, ამჟამად თიკა ჯამბურია მონაწილეობას კულინარიულ პროექტ "მასტერშეფში" იღებს. ერთ-ერთ ეპიზოდში თიკა აღნიშნავს, რომ გადაღებებზე კერძის სერვირებისთვის ყოფილი დედამთილის ვერცხლის ჭურჭელი წამოიღო. ვუდეოს ქვეშ კი თავად ხათუნამ დაწერა, რომ ის არ არის ყოფილი დედამთილი:
"ყოფილს მოგცემ მე შენ... შენი მარადიული დედამთილი ვარ“ - წერდა ხათუნა.