ერთი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ თაკო ტაბატაძე და გია ბაღაშვილი ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილმა 2009 წელს იქორწინა. იმჟამად თაკო 17 წლის იყო და მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის 20-წლიანი ასაკობრივი სხვაობა იყო, წყვილი ბედნიერად გრძნობდა თავს.
10-წლიანი თანაცხოვრებისა და ოთხი გოგონას დაბადების შემდეგ ოჯახი დაინგრა და ახლა ცალ-ცალკე ცხოვრობენ. თაკოს 4 შვილის დედობა წარმატებულ სამსახიობო კარიერაში ხელს არ უშლის. ქართველი მსახიობი ბოლო წლებში რამდენიმე უცხოურ ფილმში გადაიღეს, მათ შორის, ინდურ ფილმში.
„ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი თვალები ბრწყინავს... მე და გიას გვაქვს ერთი ძალიან დიდი მიზანი - შვილებზე ზრუნვა... დედობა ჩემი მთავარი მონაპოვარია“ - თაკო ტაბატაძე მეუღლესთან დაშორებასა და გავრცელებულ ჭორებზე
მეუღლესთან დაშორებასა და მომხდარის შემდეგ საზოგადოების რეაქციებზე მან "ნანუკას შოუში" ისაუბრა:
"ზოგადად, მსოფლმხედველობრივი ცვლილებები ხდება ასაკის მატებასთან ერთად. 17 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. თითქოს ერთად იზრდებით. პირველი პერიოდი იყო დიდი ემოციების პერიოდი, შემდეგ შემოდის პრობლემები, მერე ბავშვები და მეტი პასუხისმგებლობა ჩნდება. მერე უკვე ხვდები, საით მიდიხართ - შენ სად მიდიხარ, ის საით მიდის. ირჩევ პროფესიას... ამ დროს შეიძლება რაღაცებში ვერ შეთანხმდე ადამიანთან. სამწუხაროა და ძალიან მტკივნეულია. მინდა ვთქვა, რომ დედობა ჩემთვის ყველაზე დიდი მონაპოვარია. მინდა, ჩემი გოგონებისთვის მაგალითი ვიყო" - ამბობდა თაკო.
"2 საოცარი წელი შენთან ერთად... შენ მე გამხადე ყველაზე ბედნიერი ქალი პლანეტაზე..." - თაკო ტაბატაძე რჩეულთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს
როგორც ცნობილია, თაკო ტაბატაძე აქტიურადაა დაკავებული საკუთარი პროფესიით - მსახიობობით და არაერთ წარმატებულ პროექტშიც იღებს მონაწილეობას. ერთ-ერთი ნანა ჯორჯაძის "ოსკარის" კინოაკადემიის ნომინანტი კინოსურათი „პეპლების იძულებითი მიგრაციაა", რომლის ნახვაც ქართველ მაყურებელს თბილისის 24-ე საერთაშორისო ფესტივალზე შეეძლო. თაკო ტაბატაძე ფილმში მთავარ როლს ასრულებს და ამ გამოცდილებაზე ის "ფორმულას" ეთერში საუბრობს:
„...ეს იყო მიზეზი, მაგრამ რატომღაც აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია, რომ ჩემს შვილებს მომავალი დავუნგრიე...“ - რას ამბობს თაკო ტაბატაძე მის მიმართ კიბერბულინგის შესახებ
"როდესაც საკუთარ თავს ეკრანზე ვუყურებ, ემოციების ზღვაა. ძალიან კრიტიკული ვარ და საკუთარ თავს გამადიდებელი შუშით ვაკვირდებოდი, ყველა დეტალს, ყველა ფრაზას. ვფიქრობ, ეს ჩემი ოცნების ასრულებაა და მინდა ყველას ვუთხრა: არასოდეს დანებდეთ. ის, რომ მე დღეს ნანა ჯორჯაძის ფილმს ეკრანზე ვუყურებ, სადაც მთავარ როლს ვასრულებ, რამდენიმე წლის წინ ოცნება იქნებოდა“, - ამბობს თაკო ტაბატაძე.