"ბედნიერებაა, როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელსაც შენი უსიტყვოდ ესმის" - ლელა მებურიშვილი ახალ ვიდეოს აქვეყნებს - Marao

"ბედნიერებაა, როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელსაც შენი უსიტყვოდ ესმის" - ლელა მებურიშვილი შთამბეჭდავ კადრებს აქვეყნებს

2023-12-05 11:31:37+04:00

38 წლის მსახიობსა და ტელეწამყვანს, ლელა მებურიშვილს, საზოგადოება კარგად იცნობს. ლელას სხვადასხვა დროს მონაწილეობა არაერთ ტელესერიალსა და სპექტაკლში აქვს მიღებული. მსახიობმა 2013 წელს ბაჩო საგანელიძეზე იქორწინა და მათ ორი შვილი, ლილიკო და ალექსანდრე ჰყავთ. რამდენიმე თვის წინ ლელამ ხალხს აცნობა, რომ ის და მისი მეუღლე, შვილებთან ერთად, ბრიტანეთში აპირებდნენ საცხოვრებლად გადასვლას. 

"30 წლის ვიყავი, როდესაც პირველი შვილი შემეძინა. ახლანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ ყველაზე სწორი ასაკი იყო. მანამდე მაინც სხვა საფიქრალი გაქვს, გართობა, მოგზაურობის სიყვარული, ასევე, კარიერაში წინსვლა.

ლელა მებურიშვილის სამი ასაკი - მსახიობი სხვადასხვა დროს გადაღებულ კადრებს აქვეყნებს 

"რამდენი წლის ვართ?" - როგორ გამოიყურებოდნენ ქართველი ვარსკვლავები წლების წინ: ლელა მებურიშვილი შორენა ბეგაშვილთან ერთად გადაღებულ ძველ ფოტოებს აქვეყნებს 

შეიძლება ამას სახელს არ არქმევდნენ, მაგრამ როდესაც ახალნამშობიარები ქალი დედასთან გადადიოდა საცხოვრებლად, ეს უკვე ნიშნავდა, რომ დახმარება სჭირდებოდა. დედა ეხმარებოდა შვილს ბავშვის გაზრდაში და ქალსაც ჰქონდა საშუალება, ფორმაში რომ ჩამდგარიყო. მე არც ერთი შვილის დაბადების შემდეგ არ მქონია დეპრესია, ძალიან მიყვარს პატარები, განსაკუთრებულად, თოთოები და კარგად მახსენდება ჩემი შვილების გაზრდის პერიოდი.

პირველი ბავშვი რომ გავაჩინე, მე და ჩემი მეუღლე რამდენიმე კვირა მარტოები ვიყავით ამერიკაში. გარშემო არავინ არ გვყავდა ოჯახის წევრი. სამშობიაროდან ორი დღის შემდეგ გამწერეს, მე და ჩემი მეუღლე ვისხედით და ვფიქრობდით, რა გვეშველება, ახლა როგორ მოვუვლით ამ პატარა არსებას-მეთქი, მაგრამ ამაზე ფიქრი ცოტა ხანს გაგრძელდა, ძალიან ადვილად ავუღეთ ალღო ყველაფერს და არ გაგვჭირვებია" - ამბობდა ლელა ერთ-ერთ ინტერვიუში.