ცნობილი მსახიობი ია ნინიძე 63 წლისაა და მისი მშვენიერი ღიმილი, რომლითაც უამრავ მაყურებელს ხიბლავდა წლების განმავლობაში, კვლავ უცვლელია. სულ პატარა ასაკიდან გახდა პოპულარული, როცა "ვერის უბნის მელოდიებში" გადაიღეს. მალე კი არა მხოლოდ საქართველოს, სრულიად საბჭოთა კინოს ვარსკვლავად იქცა და მუდმივად დაკავებული იყო, როგორც მსახიობი.

მიუხედავად კარიერული წარმატებისა, მსახიობის პირადი ცხოვრება არც ისე იღბლიანად აეწყო. რამდენჯერმე იყო დაქორწინებული, თუმცა ყველა ქორწინება განქორწინებით დასრულდა.

იას პირველი ქმარი სოფიკო ჭიაურელისა და გიორგი შენგელაიას ვაჟი ნიკუშა შენგელაია იყო, რომელსაც ჯერ კიდევ 16 წლის ია ნინიძე შეუყვარდა. წყვილმა მალევე იქორწინა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ, სადაც VGIK-ში დაიწყეს სწავლა. თუმცა, როგორც მოგვიანებით ია ჰყვებოდა, ნიკუშა არ იყო ჯერ მზად ოჯახური ცხოვრებისთვის, ბოჰემური ცხოვრების წესი უფრო მოსწონდა. მალე საქართველოში დაბრუნდნენ, თუმცა ვითარება აქაც არ შეცვლილა და საბოლოოდ, ახალშექმნილი ოჯახი მალე დაინგრა.

წაიკითხეთ სრულად