ზურა ყიფშიძე ქართული კინოს გამორჩეული სახე, ეპოქის ხატი და განსაკუთრებული სიყვარულისა და პატივისცემის ობიექტია. 1972 წელს ეკრანებზე ლანა ღოღობერიძის ფილმი "როცა აყვავდა ნუში" გამოვიდა. მათ, ვისაც ფილმი უნახავს ან სმენია მაინც მისი სახელი, ალბათ, თვალწინ, პირველ რიგში, ზურა ყიფშიძის პერსონაჟი დაუდგება. სწორედ ეს როლი გახდა ახალგაზრდა მსახიობისთვის მწვერვალების დაპყრობის, კარიერული ზრდისა და დიდი წარმატების საწყისი. ზურას თანატოლები თუ უბრალოდ ახლობლები დღემდე ხშირად იხსენებენ იმასაც, რომ განსაკუთრებული ქარიზმის მატარებელ ამ შესანიშნავ მსახიობს მუდმივად თან სდევდა გულშემატკივრების უდიდესი არმიის სიყვარული და პატივისცემაც, რომელიც არსად გამქრალა და ზურა ყიფშიძე დღესაც ყველა თაობისთვის საყვარელი მსახიობია.
ზურა ყიფშიძის დედა, ასევე ცნობილი მსახიობი ელენე ყიფშიძე, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო.
როგორც ყიფშიძეების ოჯახთან დაახლოებული პირები აღნიშნავენ, დედა-შვილს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონია.
"მახსოვს, ლენამ რომ იმშობიარა, პირველ დღეს მე და ჩემი მეუღლე მივედით მოსანახულებლად. შავი, გამხდარი, უშნო ბავშვი იყო ზურა. მიგვიყვანა ლენამ ბავშვის საწოლთან და გვეუბნება: ნახეთ, რა ლამაზი ბავშვია, გინახავთ ასეთი სილამაზეო? ზურიკოს გვარი და მამის სახელი ბაბუამ მისცა. ლაპარაკობდნენ, ვითომ, ზურა ეროსის შვილიაო; თვითონ ზურაც გაურკვევლობაში, დაბნეული იყო. მამა გვიან გაიცნო და ბოლომდე მეგობრობდნენ. ლენას ზურა მსახიობ ავთო ვერულეიშვილისგან შეეძინა, რომელთან ერთადაც იდგა სცენაზე წლების განმავლობაში. იმ დროისთვის ეს თამამი ნაბიჯი იყო, მაგრამ ლენას ოჯახიდან ამას არანაირი წინააღმდეგობა არ მოჰყოლია, პირიქით, ბავშვის დაბადებას ყველა დიდი სიხარულით შეხვდა. ზურიკო დეიდების გარემოცვაში იზრდებოდა, ვინაიდან ლენა ძალიან დაკავებული იყო თეატრში.
ლენა ისეთი დედა იყო, რომ მათ დედაშვილობაზე თურმე ანეკდოტები დადიოდა. ერთხელ, გენერალურ რეპეტიციაზე. უცებ ამდგარა ლენა და უთქვამს, უნდა წავიდეო. ყველას გაუკვირდა – როგორ, გენერალური რეპეტიციაა და სად მიდიხარო. არა, უნდა წავიდე, ზურა ჩამოდისო... ზურასაც არანორმალურად უყვარდა დედა. მე არ მინახავს, დედა-შვილი სულიერად ისე ახლოს ყოფილიყო ერთმანეთთან, როგორც ესენი იყვნენ. შენიშვნას რომ მისცემდა, ზურა აღტაცებული უსმენდა. მერე მომიტრიალდებოდა ლენა და მეტყოდა: ხედავ, რა ჭკვიანია? ჩემზე ჭკვიანია. იმის ნაცვლად, რომ სწყენოდა, გაუხარდაო. - იხსენებს ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში ლენა ყიფშიძის ბავშვობის მეგობარი ნუნუ ებანოიძე.
საზოგადოება კარგად იცნობს ზურა ყიფშიძეს შვილიშვილს, ნატალია ყიფშიძესაც.
ნატალია ყიფშიძე ცნობილი მშობლების, კრისტი ყიფშიძისა და გიორგი ყიფშიძის შვილია. მისი ოჯახი სხვადასხვა მიზეზით ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
პირველადი პროფესიით ნატალია ციფრული მედიისა და კომუნიკაციის მიმართულებით სწავლობდა. მიუხედავად ამისა, ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ტელესერიალში, ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო როლი ნატალია ყიფშიძეს ბოლო დროის პოპულარულ პროექტ "ცვალებად ნიშნებში" აქვს.
ამჯერად ნატალია მამასთან და ძმასთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს:
გიორგი ყიფშიძეს 4 შვილი ჰყავს, ნატალია მას პირველ ქორწინებაში შეეძინა. მეორე მეუღლესთან ბიჭი, ალექსანდრე ჰყავს. ხოლო ენი გასეიავასთან მას ორი შვილი, კოსმო და ლუნა ჰყავს.