ჟურნალისტ ეკა ხოფერიას საზოგადოება კარგად იცნობს. ის სხვადასხვა დროს არაერთი სატელევიზიო შოუს წამყვანი იყო. ეკას მეუღლე მიხეილ ხუჯაძე კი შპს "ფრანგულ-გერმანული ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკის" პარტნიორი და 33.3%-ის მფლობელია.
"ესეც ჩემი დაბრუნება; ესეც, კიდევ ახალი ეტაპი" - რას წერს ეკა ხოფერია ცხოვრების ახალ ეტაპზე
ეკა ხოფერია ორჯერ დაქორწინდა. პირველ მეუღლესთან, გიორგი ლევიძესთან, მას ერთი შვილი, ანანო ლევიძე ჰყავს, ხოლო მიხეილ ხუჯაძესთან ქორწინებაში ეკა ხოფერიას ორი ვაჟი შეეძინა.
"ნინო შუბლაძის ("რუსთავი 2"–ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე.) ქორწილში ეკა საცეკვაოდ გავიწვიე და ჩემზე უფიქრია, ვინ იყო ეს მოცეკვავე და მომღერალი თავხედი ბიჭიო. მოკლედ, ჩემზე საშინელი წარმოდგენა შეექმნა. ზრდილობიანი კაცი ვარ, ვიფიქრე, შეიძლება ზედმეტი მომივიდა–მეთქი, ეს-ემ-ესი გავუგზავნე და ბოდიში მოვუხადე. ეს იყო და ეს. შეხვედრა შევთავაზე და შევხვდით." - იხსენებდა მიხეილ ხუჯაძე ეკასთან პირველ შეხვედრას.
"ყოველთვის მოწიწებით ვუყურებდი ექიმებს და რაც მიშკასთან ვარ, ეს გრძნობა გაათმაგებული მაქვს. არასდროს ვლაპარაკობ მის პროფესიაზე. მისი საქმე იმდენად რთულია, რომ მირჩევნია, მსუბუქ თემებზე ვესაუბრო. სანამ ოჯახს შევქმნიდით, ვერ ვხვდებოდი მისი პროფესიის სირთულეს. ახლა უკვე ვიცი, რომ დილის 7 საათზე უნდა ადგეს, რადგან 8–ზე ოპერაცია აქვს და დღის განმავლობაში შეიძლება 10 ოპერაცია გააკეთოს. ჩემს პროფესიას მიშას საქმიანობას ვერ შეადარებ, თუმცა სამუშაო საათები რომ მთავრდება, მიშა თავის ემოციებს სამსახურში ტოვებს, ჟურნალისტები კი ფიქრით 24 საათი სულ ჩვენს პროფესიაში ვართ" - ამბობდა ეკა ხოფერია.
"ჩემი გოგო - ანანო" - ეკა ხოფერია უფროს შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს საფრანგეთიდან აქვეყნებს
ამჯერად მიხეილ ხუჯაძე იუბილარია. ეკა ხოფერია ქმარს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს:
"ჩვენს მიშა ხუჯაძეს გაუმარჯოს! ეს რა მაგარია, შენ რომ დაიბადე " - წერს ეკა ხოფერია.
"ულამაზესი ოჯახი" - ეკა ხოფერია მეუღლესთან და შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
