ევგენიძეების ოჯახს საზოგადოება უკვე წლებია, კარგად იცნობს. დათო ევგენიძემ მუსიკალური კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო და დღემდე იღებს მონაწილეობას სხვადასხვა პროექტში. მაყურებლისთვის საყვარელი ტელესახეა მისი ქალიშვილი ლიკა ევგენიძეც, რომელიც უმშვენიერესი ქართველი მსახიობის, კირა ანდრონიკაშვილის შვილიშვილია.
ლიკა ევგენიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილზე, ნიკა ალასანიაზე იყო დაქორწინებული. წყვილი წლების განმბალობაში ამერიკაში ცხოვრობდა და ორ შვილს ზრდიდა. ლიკა ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე გადაცემა „სხვა შუადღის“ თანაწამყვანი იყო, შემდეგ კი ისევ ამერიკაში ბრუნდებოდა.
მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილები ნიკოლოზი და გიორგი საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როდესაც წარმატებულ და ლამაზ ქართველ ქალებზე იქორწინეს.
"სიყვარული თავისით არ მოდის, სიყვარული რომ მოიპოვო კარგი უნდა დათესო, სიკეთე უნდა აკეთო და მადლად სიყვარულად დაგიბრუნდება”: ვარსკვლავი, ვარსკვლავური სენის გარეშე - კირა ანდრონიკაშვილი
„ცხოვრებაში სულ რომ არაფერი არ გამეკეთებინა, მარტო ამ მშვენიერების შესაქმნელად ღირდა, დავბადებულიყავი…" - დათო ევგენიძე შვილს, ლიკა ევგენიძეს, ემოციურ პოსტს უძღვნის
ნიკა ალასანიამ და ლიკა ევგენიძემ 2011 წელს იქორწინეს და ჯვარი თბილისში, მამადავითის ეკლესიაში დაიწერეს.
გრანდიოზული ქორწილი მთაწმინდის პარკში გადაიხადეს. პატარძლის ერთ-ერთი მეჯვარე ნინი ბადურაშვილი გახლდათ. ქორწილს ესწრებოდა მაშინდელი პირველი ლედი სანდრა რულოვსიც. რამდენიმეწლიანი ქორწინებისა და ორი შვილის დაბადების შემდეგ, 2017 წელს, ლიკა საქართველოში დაბრუნდა.
"ვერ გაიგებ, როდის მოდის და როდის მიდის ის ემოცია, რომელსაც გრძნობას ვეძახით. ცხოვრობს ორი ადამიანი, არსებობს მათ შორის კავშირიც, სიახლოვეც, მეგობრობაც და პატივისცემაც, მაგრამ ის, "რაღაც სხვა", ქრება. ჩვენი ცხოვრების ეს ეტაპიც დამთავრდა და ასე გადავწყვიტეთ.“ - ამბობდა ლიკა ევგენიძე.
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ქართველი სელებრითების საახალწლო მორთულობა ყურადღების ცენტრში ექცევა. ამჯერად ლიკა ევგენიძე საახალწლო ნაძვის ხის ვიდეოს აქვეყნებს: