მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი სოციალურ ქსელში უმცროსი შვილის, კატოს ვიდეოს აქვეყნებს. რუსკა ცნობილია თავისი იუმორითა და სახალისო ვიდეოებით, ამჯერადაც მეგობრებს თავის სიმღერაზე 2 თვის კატოს რეაქციას უზიარებს: "ასე უჩუყდებოდა 2 თვის კატუკას დედის ყროყინზე გული" - წერს რუსკა.
"ვისთვის რა არის სილამაზე? შენ ადამიანურობის, უშუალობის და უბრალოების სიმბოლო ხარ, რაც ყველაფერზე ლამაზი და ამაღლებულია" - რუსკა მაყაშვილის ვიდეო, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა
რუსკა მაყაშვილი ცნობილი ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანია. ეკრანზე პირველად გამოჩნდა "საქართველოს ბანკის" 2010 წლის რეკლამაში; შემდეგ სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“, სადაც ის ანჩოს როლს ასრულებდა. ამ როლმა მის სამსახიობო კარიერასა და წარმატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მოგვიანებით მან ეპიზოდური როლი ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ სერიალში, „შუა ქალაქში“ შეასრულა. აქტიურად იყო დაკავებული რუსთაველის თეატრშიც და გიორგი თავაძისა და რობერტ სტურუას სპექტაკლებში იღებდა მონაწილეობას, ბოლო დროს კი კარიერა უფრო კინოს დაუკავშირა.
"ჩვენი ოჯახი" - რუსკა მაყაშვილი სოციალურ ქსელში მეუღლესა და შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
რუსკა მაყაშვილი იყო სატელევიზიო შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ 2012 წლის სეზონის ერთ-ერთი თანაწამყვანი და ოთო ფოლადაშვილთან ერთად ამავე პროექტის გამარჯვებულიც გახდა. ამჯერად ის ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანია და ტელეეკრანებზე ხშირად ჩნდება.
რუსკა მაყაშვილი დაქორწინებულია სპორტსმენ სანდრო ნიჟარაძეზე. წყვილმა ოფიციალურად 8 წლის წინ იქორწინა და მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ. როგორც რუსკა ამბობს, მის მეუღლეს კამერებთან გამოჩენა არ უყვარს, თუმცა შვილების ფოტოებსა თუ ვიდეოებს ის საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებს.
„იცით, როდის ვარ ბედნიერი? ყველაფერს რომ მოვრჩები, ბავშვებს რომ დავაძინებ, მათ შორის დავწვები და ტკბილად დავიძინებ“ - რუსკა მაყაშვილის ოჯახური იდილია
ფილმოგრაფია
- 2010:„რენე მიდის“ (მია) რეჟ. ალექსანდრე (ალეკო) ცაბაძე
- 2010: „ოცნების ქალაქი“ (თინჩო) რეჟ. დავით იმედაშვილი
- 2011: „სიყვარულის ბალადა“ (ქეთა) რეჟ. ირაკლი კაკაბაძე
- 2011: „გული+“ (ეკა) რეჟ. ირაკლი ჩხიკვაძე
- 2011: „ანოს და ვანოს თავგადასავალი“ (პეპი)
- 2014-2015: „ცელქი ბავშვები: ოპერაცია ახალი წელი“ (კლარა) (ქურდი)
- 2014: „გივი“ (ნია)
სერიალები
- „შუა ქალაქში“ (ელეონორა ჭკადუა) (კატო) რეჟ. გოჩა კორხელაური
- „გოგონა გარეუბნიდან“ (ანჩო ბურდული) რეჟისორები დავით გოგიჩაიშვილი, ირაკლი კაკაბაძე
რუსთაველის თეატრი
- ფელისიენ მარსო „კვერცხი“ (ბერთულეს ქალიშვილი) რეჟ. სანდრო მრევლიშვილი
- მაქს ფრიში „ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი“ (მეხანძრე) რეჟ. რობერტ სტურუა
- გიორგი მგელაძე „გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება“ (ქეთუთა) რეჟ. გიორგი მგელაძე
- ირაკლი სამსონაძე, გიორგი თავაძე „დაბოლილი მთვარე“ (ქეთი) რეჟ. გიორგი თავაძე
- უილიამ შექსპირი „შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ“ (მარია) რეჟ. რობერტ სტურუა