მაკა ზამბახიძეს ერთადერთი ქალიშვილი, სალომე, პირველი ქორწინებიდან ჰყავს, რომელმაც 2021 წელს რჩეულზე, ირაკლი ცაბაძეზე იქორწინა. ირაკლის და სალომეს ერთი შვილი, მიქაელი ჰყავთ, რომელიც ცნობილი დედისა და ბებიის მეგობრებისგან ყოველთვის უამრავ სითბოსა და კომპლიმენტს იმსახურებს.
ამჯერად მომღერალი ჟურნალ "OK!"-ის დეკემბრის ნომერში შვილიშვილის დაბადებასა და ბებიობაზე საუბრობს:
"იმდენად მოულოდნელად მოგვევლინა მიქაელი, რომ ნამდვილად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის 38 წლის ასაკში ბებიობა, მაგრამ ძალიან გამაბედნიერა, კიდევ უფრო გამაახალგაზრდავა და საოცარი ემოციებით ამავსო. საოცარ სახელებს ვუგონებ და მთავარი სახელი, რამაც პოპულარობა მოუპოვა მიქაელს, ეს არის „ქოქოსი“. იმდენად აიტაცა ხალხმა ეს სახელი და მოეწონათ, რომ ბევრმა მისი ნამდვილი სახელი არც იცის.
ქმრის გარდაცვალება 26 წლის ასაკში, ორი ქორწინება, სკანდალური რომანი და ცნობილი ოჯახი - ეკა მამალაძის ცხოვრების ამბები
"უკვე ძალიან უჭირს; მინდა, რომ მყავდეს ცოცხალი... არ მახსოვს, სახლშიც კი ვინმეზე ცუდი ეთქვას, ვინმე გაელანძღოს... ძალიან თანამედროვეა, ძალიან კარგად აზროვნებს..." - რას ჰყვება ეკა მამალაძე დედის, გენიალური ნანი ბრეგვაძის შესახებ
მიყვარს მასთან დროის გატარება. ახლა, სამწუხაროდ, ვერ ვნახულობ დუეტ „ჯორჯიის“ პირველი სოლო-კონცერტის სამზადისის გამო და მხოლოდ ვირტუალურად ვტკბები. ვცდილობ, ბედნიერი და ლაღი ბავშვი იყოს. ამაში ხელს მიწყობს მუსიკა, სიმღერა. მინდა იყოს კეთილი და უყვარდეს ადამიანები" - ამბობს მაკა ზამბახიძე.
ბებიობაზე საუბრობს ეკა მამალაძეც. ყოველთვის ინტერესს წარმოადგენდა ეკას პირადი ცხოვრება. მისი პირველი მეუღლე გოგი საყვარელიძე იყო. მათი ურთიერთობა რვა წელს გაგრძელდა, გოგი ორი წელი ავადმყოფობდა და მალე გარდაიცვალა. ეკა 26 წლის ასაკში დაქვრივდა და ორი შვილი დარჩა - ლევანი და გოგი.
"მიუხედავად დროის დეფიციტისა, ვცდილობ, ვიყო მოსიყვარულე და ყურადღებიანი ბებია, მივცე რაც მთავარია – სიყვარული.
ბებიობა საოცარი გრძნობაა. მე სხვადასხვა ასაკში მომიწია მეგრძნო ბებიობა. პირველად ბებია 18 წლის წინ გავხდი. ასაკის მატებასთან ერთად მეც და ჩემი დამოკიდებულებაც იცვლება. მომდევნო შვილიშვილებმა უფრო დამხვეწეს და, შეიძლება ითქვას, ნამდვილ ბებიად მაქციეს.
ჩემი საყვარელი ბებია ცაბუ, შეიძლება ითქვას, დედობას მიწევდა, მისთვის ბებიაც არ დამიძახია. ის იყო ყველაფრის მაგალითი ჩემთვის: ოჯახის წესიერების, ტრადიციების, სტუმარმასპინძლობის და სტუმართმოყვარეობის. ვცდილობ, მეც ისეთი თავდადებული ბებია ვიყო ჩემი შვილიშვილების მიმართ, როგორიც ის იყო ჩემთვის" - ამბობს ეკა მამალაძე.