მუსიკოსს, ჯგუფ „მგზავრების“ სოლისტს, გიგი დედალამაზიშვილს, საზოგადოება უკვე წლებია, კარგად იცნობს. გიგიმ მოკლე დროში შეძლო საზოგადოებისთვის თავის შეყვარება და მისი გულშემატკივრების რიცხვი ყოველდღე უფრო და უფრო იზრდება. გარდა გიგი დედალამაზიშვილის კარიერული წარმატებისა, საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას მისი პირადი ცხოვრებაც იმსახურებს.
მომღერლის მეუღლე უკრაინელი ფოტოგრაფი მარინა კარპია. მათ ორი შვილი ჰყავთ. „მარინას რომ შევხვდი, რაღაცნაირად მივხვდი, რომ ჩემი ადამიანი ვიპოვე და ერთმანეთისთვის ვიყავით დაბადებული. ბავშვი იყო და დიდს ჰგავდა. მივხვდი, რომ ვეძებდი ისეთ ქალს, როგორიც მარინაა. ძალიან მიხარია, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ”, – ამბობდა გიგი დედალამაზიშვილი.
მარინა აღნიშნავს, რომ ფოტოგრაფიით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, მაგრამ სწავლა არსად გაუგრძელებია. 16 წლიდან მოყოლებული, ფოტოგრაფიის ყველა მნიშვნელოვანი კურსი მოიარა კიევში და შემდგომ 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი ჰქონდა.
„პირველად რომ დაგინახე, ძალიან მომეწონე, შენნაირი გოგო მანამდე ნანახი არ მყავდა... მიყვარხარ სამუდამოდ“ - გიგი დედალამაზიშვილისადა მარინა კარპის ქორწინების 11 წლის იუბილე და გულახდილი საუბრები ოჯახზე
"ჩვენი ოჯახური ბედნიერების გასაღები სიყვარულია... რაც დრო გადის, მით უფრო ვაფასებთ ჩვენს სიყვარულსა და ჩვენს ოჯახს…“ - გიგი დედალამაზიშვილი მეუღლისა და ოჯახური ბედნიერის შესახებ
„16-დან 20 წლამდე ჩემმა ცხოვრებამ ყოველდღიურ გადაღებებში ჩაიარა და უცბად, ბრახ! – მე მას შევხვდი. გიგიმ თავი შემაყვარა, საკუთარი ნებით ჩავხტი ტომარაში და გავფრინდი საქართველოში.
2011 წლიდან ჩემი ცხოვრება ორ ქალაქს – თბილისსა და კიევს შორისაა გადაშლილი" - ამბობდა მარინა.
ამჯერად გიგი საახალწლო სამზადისის ამსახველ კადრებს გვიზიარებს: