"მეგობრებო! მე ბევრჯერ გაგაფრთხილეთ, არ ენდოთ ფეიქ გვერდებს გათამაშებასთან დაკავშირებით, ჩემი გვერდი არაფერს არ ათამაშებს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არასდროს არ ყოფილა გათამაშება, ეს იყო ტყუილი. რამდენი ვბლოკავთ გვერდს, ახალი იხსნება, რასაც მე ყოველ ჯერზე ვერ გავაკონტროლებ! არასდროს არ გამითამაშებია ფული! არასდროს! არასდროს! არ მისცეთ არავის პირადი მონაცემები. ნუ ტყუვდებით, კიდევ ერთხელ გთხოვთ!" - წერს მომღერალი სოფო ნიჟარაძე. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მისი სახელით, თაღლითური სქემით, მოქალაქეების პირადი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ.

სოფო ნიჟარაძე ფართო საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და შეიყვარა. ის არის ქართველი მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორი. სოფომ შეასრულა ჯულიეტას როლი მიუზიკლ „რომეო და ჯულიეტას“ რუსულენოვან ვერსიაში. 2005 წელს რუსეთის სახელით მონაწილეობდა „ახალ ტალღაში“, სადაც მე-7 ადგილი აიღო.
2010 წლის მაისში წარადგინა საქართველო "ევროვიზიის" კონკურსზე სიმღერით „Shine“, ქულათა საერთო ჯამში მე-9 ადგილზე გასვლით. დაამთავრა რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემია.
"რა ემოციებით ხსნის... ნეტა ვის ჰგავს?" - სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ვიდეოს აქვეყნებს
შვიდი წლის ასაკში სოფო ჯანსულ კახიძემ შეამჩნია და მიიწვია ფილმში "იავნანამ რა ჰქნა", სადაც მან ცნობილ ქართველ მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად იმღერა. ამავე პერიოდში სოფო მიიწვიეს საბავშვო სტუდიაში, "ბასტი-ბუბუს" სოლისტად, სადაც მან შეასრულა არაერთი წამყვანი პარტია სპექტაკლებში, შოუებსა და ტელეპროექტებში. ცხრა წლის ასაკში სოფომ საფრანგეთის საელჩოს წვეულებაზე შეასრულა მსოფლიო ჰიტი "Sous Le Ciel De Paris". ფრანგი ჟურნალისტი ბერნარ პივო აღფრთოვანებული დარჩა სოფოს ვოკალური მონაცემებით და იგი თავის გადაცემაში TV5 მიიწვია.
"მაპატიე სიჩუმე" - სოფო ნიჟარაძის საოცარი შესრულება
სოფოს დებიუტი ქართველი მსმენელის წინაშე 2009 წლის ივლისში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისთვის, ჯოზეფ ბაიდენისთვის მიძღვნის ოფიციალურ საღამოზე შედგა.
2010 წელს "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ნიჟარაძე 2010 წლის "ევროვიზიის" კონკურსზე საქართველოს წარმდგენად დაასახელა. იმ წელს საქართველო "ევროვიზიის" კონკურსზე ქულათა საერთო ჯამით მეცხრე ადგილზე გავიდა.
2020 წლის 2 ივნისს სოფო ნიჟარაძესა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, შეეძინათ საერთო შვილი, ელის-მარია სააკაშვილი.
"კომბლეს და ალისკას ჰყავდათ ბეკეკები,..." - სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს
სოფო ნიჟარაძე დაიბადა 1985 წლის 6 თებერვალს ქალაქ თბილისში. ის თავადთა საგვარეულო ნიჟარაძეების წარმომადგენელია. სოფო პირველი იყო, ვინც ოჯახში სიმღერა პროფესიად აირჩია. დედა (ქეთი ნიკოლეიშვილი) და მისი წინაპრები ექიმები არიან, მამა (კახაბერ ნიჟარაძე) ინჟინერი იყო.