მაკა ასათიანი ჩვენი დროის ერთ-ერთი ულამაზესი ქართველი ქალია. დიზაინერი და ტელეკომპანია "მაესტროს" ყოფილი მფლობელი ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ის ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო. მის ცხოვრებაში წარმატებასთან და ბედნიერ ამბებთან ერთად, ტკივილიც ბევრი იყო, მოუკლეს მამა - ცნობილი ფეხბურთელი და ბიზნესმენი კახი ასათიანი:
2002 წლის 20 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, კახი ასათიანის მანქანა ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, პარლამენტარ ნანა ბიჭიაშვილის (ასათიანის ცოლისდა) სახლთან გაჩერდა. მძღოლი მანქანიდან ბიჭიაშვილების ოჯახისთვის მოსაწვევების გადასაცემად გადავიდა. რამდენიმე წუთში მანქანაში დარჩენილ კახი ასათიანს უცნობი ახალგაზრდა მიუახლოვდა და მაყუჩიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გაუხსნა. 16 ტყვიიდან მსხვერპლს მხოლოდ 7 მოხვდა. ასათიანი მაშინვე გარდაიცვალა.
მაკა ასათიანის უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია და მისი რჩეული ნანიკო კლდიაშვილი 2017 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ. კახის და ნანიკოს ჯვრისწერა ქაშუეთის ტაძარში შედგა, შემდეგ კი სტუმრებმა წვეულებაზე "შატო მუხრანში" გადაინაცვლეს. როგორც ცნობილია, ნანიკოს წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს და მას არაერთ მნიშვნელოვან ჩვენებაში მიუღია მონაწილეობა.
წყვილს პირველი შვილი 2020 წლის 14 თებერვალს შეეძინა. ნანიკომ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა. ახალშობილს ლეა დაარქვეს.
"ყველაზე წესიერი ადამიანი, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ; ჩემო ბედნიერება, ჩემო სიყვარულო, გილოცავ დაბადების დღეს" - როგორი იყო მაკა ასათიანის უფროსი ვაჟის წვეულება, მილოცვა უმშვენიერესი მეუღლისგან და რომანტიკული კადრები
"ყველა მკვეთრი მოგონება ჩემი შვილის დაბადებაა... მიყვარს ლეას ხმა..." - მაკა ასათიანის რძლის ნანიკო კლდიაშვილის ბლიც-ინტერვიუ
"სკოლის დამთავრების შემდეგ წავედი მილანში, გამოცდები ბაკალავრიატზე ჩავაბარე ბიზნესის მიმართულებით და შემდეგ მარკეტინგში გავიარე სპეციალიზაცია. იტალიიდან თბილისში დავბრუნდი და გამოცდები GIPA-ში, ბიზნესის მაგისტრატურაზე ჩავაბარე. ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საინტერესო პერიოდია. ერთდროულად რამდენიმე კურსზე ვსწავლობდი: გავიარე ფინანსების, მარკეტინგის, მენეჯმენტის განხრით და შემდეგ საკუთარი პროფესიული გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით განვავითარე. ჩემი სამუშაო გამოცდილება მრავალფეროვანია − მიმუშავია როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. ჩემი პროფესიული ინტერესები იცვლებოდა იმის მიხედვით, თუ სად მიწევდა ცხოვრება და მეც ამ ახალ მიმართულებებს დიდი ინტერესით მივყვებოდი.
მე და მაკას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ზოგადად, მგონია, რომ არ არსებობს იდეალური ფორმულა, რომელიც ადამიანების კარგი ურთიერთობისთვის აუცილებელია. ვფიქრობ, ყველაზე მთავარია გულწრფელობა და სიყვარული, რომელიც ჩვენ ჭარბად გვაქვს. მე და მაკა ყველაფერს ერთმანეთს ვუზიარებთ" - ამბობდა ნანიკო ჟურნალ OK! - თან ინტერვიუში.
ამჯერად ნანიკო იუბილარია. დაბადების დღე მან ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნა. სოციალურ ქსელში კი გრანდიოზული წვეულების კადრებიც გამოაქვეყნა. საღამოს არაერთი ცნობილი სახე დაესწრო.