"ყოველთვის გვერდით დავუდგები ყველა გოგოს, რომელსაც ასე ებრძვიან! რატომ ანადგურებენ ქალებს ამ ქვეყანაში?" - ინგა გრიგოლია ბაბი კირკიტაძეს სოლიდარობას უცხადებს - Marao

"რატომ ანადგურებენ ქალებს ამ ქვეყანაში? ყოველთვის გვერდით დავუდგები ყველა გოგოს, რომელსაც ასე ებრძვიან! " - რას წერს ინგა გრიგოლია ბაბი კირკიტაძის შესახებ?

2023-12-08 10:30:56+04:00

რამდენიმე დღის წინ ანრი ჯოხაძემ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზული სოლო-კონცერტი გამართა. მომღერალი მსმენელის წინაშე საკუთარი პოპულარული სიმღერებითა და დუეტებით წარდგა. მან ცნობილი სიმღერები დასთან, მაგდა კოხაძესთან და ქართული სცენის სხვა ვარსკვლავებთან ერთად შეასრულა. მათ შორის იყვნენ: მაია ჯაბუა, ნინი ბადურაშვილი და ეკა კახიანი. საღამო ორიგინალური აკრობატული ნომრით მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ გააფორმა, რაც მსმენელისთვის მოულოდნელი სანახაობა აღმოჩნდა.

კონცერტის ერთ-ერთი ნომერი ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმღერა "სიყვარული დაფრინავს" იყო, რომელიც წლების წინ ნატო მეტონიძის, ლიზა ბაგრატიონისა და "უცნობის" შესრულებით გახდა პოპულარული. ამ საღამოზე კი დუეტში ანრიმ და ბაბიმ შეასრულეს. სიმღერის დროს ბაბი კირკიტაძემ სპეციალური აღჭურვილობით ჰაერში აკრობატული ნომერი შეასრულა და ამით მაყურებლისა და მსმენელის განსხვავებული განწყობები დაიმსახურა - ზოგმა ორიგინალური ნომერი მოიწონა, ზოგმა კი ქილიკისა და კრიტიკის ობიექტად აქცია.

ბაბი კირკიტაძე კვლავ კრიტიკის ობიექტია - "ბაბი, სიყვარულისგან გეფრინოს მუდამ“ - რას წერენ ცნობილი სახეები მომღერლის შესახებ? 

„ასე გაფრენა არ იყო სწორი... მე, როგორც ნიჭიერი და გამოცდილი რეჟისორი, გიზიარებთ ჩემს აზრს" - რას ამბობს ია ფარულავა ბაბი კირკიტაძის შესახებ 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სოციალურ ქსელში ყალბი ვიდეომასალის გავრცელების გამო ბაბი სასამართლოს მიმართავს. ინფორმაციას იგი საკუთარ "Facebook-გვერდზე" ავრცელებს: 

"ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა, მაგრამ როგორც ჩანს, ადამიანების ბოროტებას საზღვარი არ აქვს!!! პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის! ვერც ჩურჩულით დადებული ხმა გიშველით და ვერც შუაში “სპიშკით” გადაფარული და დამონტაჟებული საზიზღრობა ფეიკით შემაშინებთ..!!! ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ. მე ამასაც გავუძლებ, ამასაც რაღაცნაირად გადავიტან. იმ საზიზღრობის შემქმნელებს და გამავრცელებლებს რაც შეეხებათ, ისინი მთელი თავისი ცხოვრება თავისივე ბოროტებაში და ბოღმაში ჩაიხრჩობიან. აუცილებლად შევიტან სარჩელს და მანამ არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს!" - წერს ბაბი კირკიტაძე.

მომხდარს საკუთარ სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლიაც გამოეხმაურა: 

„სოლიდარობა ბაბის! სოლიდარობა ყველა ქალს,რომელიც ამ ბოროტების მსხვერპლი ხდება! ყოველთვის გვერდით დავუდგები ყველა გოგოს, რომელსაც ასე ებრძვიან! რატომ ანადგურებენ ქალებს ამ ქვეყანაში?!! ყველა მეზიზღება, ვინც ასეთ ბოროტებას აწყობს, ასეთ მორალურ ტერაქტს. საშინლად შევწუხდი ამ პოსტზე. ს ო ლ ი დ ა რ ო ბ ა !!!!“, – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.