მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა პირველი შვილის, უსაყვარლესი ნინას დედა 2022 წლის ზაფხულში გახდა. ნინა აქტიური ბავშვია და ხშირად ჩანს დედის სოციალურ ქსელებშიც. მან უკვე მოახერხა ნანუკას მეგობრებისა და გულშემატკივრებისთვის თავის შეყვარება. ამჯერად ნანუკა გულუა სწორედ პატარა ნინას ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მან მზარეულის ფორმა მოირგო, მაგრამ დიდად არ მოეწონა.
ნანუკა ფართო საზოგადოებამ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" შესრულებული სახასიათო როლით გაიცნო. მან მეგრელი ქალის, დოჩის პერსონაჟი შექმნა და მას შემდეგ მისი პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა. მოგვიანებით ნანუკა ერთ-ერთი გადაცემის წამყვანიც იყო და დღეს სწორედ ამ მიმართულებით საქმიანობს.
"პატარა ნინა მზარეულის ამპლუაში" - ნანუკა გულუა უსაყვარლესი ნინას ვიდეოს აქვეყნებს
"ღმერთო, არ გამაფრენინო" - ნანუკა გულუა პატარა ნინას ახალ ფოტოებს აქვეყნებს
ნანუკა გულუა ყოველთვის აღნიშნავდა, რომ წლების მატებასთან ერთად, სულ უფრო ხშირად უსვამდნენ კითხვას დაოჯახების შესახებ. 2021 წლის შემოდგომაზე კი მან გულშემატკივრებს სასიხარულო ამბავი ამცნო და დაწერა, რომ დაქორწინდა. "კახაბერ კაშიას არ უყვარს ბევრი ხატოვანი საუბარი მასზე და სულ მიკრძალავს, რომ ვაქებ. ჩემი “ოცდაყველა” კი არა, “ასყველა” წელი ღირდა, რომ დავლოდებოდი! ძალიან მოვუფრთხილდი, რომ ოთხი დღე გადაგიმალეთ. მიყვარხართ ყველა და დიდი მადლობა !!! რა კარგია, რომ “როდის თხოვდები” დავასრულეთ", - წერდა ის. "ერთი დღე დაიკარგა ნანუკა, ასეთი რაღაც არ მომხდარა ჩვენი ურთიერთობის მანძილზე. მირეკავს და მეუბნება, არ ვიცი, მგონი, გავთხოვდი, მაგრამ ვერ ვარკვევო და გამითიშა“ - იხსენებდა ნანუკას მეგობარი, მსახიობი სალომე შარვაძე.
2022 წლის გაზაფხულზე ცნობილი გახდა, რომ ნანუკა და კახა პირველ შვილს ელოდებოდნენ. ორსულმა ნანუკამ ივლისში ქორწილი გადაიხადა, აგვისტოში კი იმშობიარა და უსაყვარლესი ნინა კაშიაც დაიბადა.
სულ ცოტა ხნის წინ წყვილმა გაამხილა, რომ მეორე შვილს ელოდება. ნანუკა უკვე ორსულობის მეცხრე თვეშია და სულ რამდენიმე დღის წინ 40 წელი შეუსრულდა: "40 წელი ადრე მეგონა ცხოვრების დასასრული და თურმე დასაწყისი ყოფილა: ზუგდიდში ყოველთვის პოპულარული ბავშვი ვიყავი. ახლა რომ ვფიქრობ, ენერგეტიკა იყო ის, რაც ასე იზიდავდა ადამიანებს ჩემში… სულ ნანუკა, ნანუკა ისმოდა გარშემო – უფრო სწორად, ნანული, ნანული... ამ ყურადღებასა და სითბოში ვიყავი ყველგან: სახლში, უბანში, სკოლაში, წრეებზე… სულ საჭირო მეგობრებისთვის და სულ გამხალისებელი თავშეყრებში, გაზულუქებული ამდენი სიყვარულით, ჩამოვედი დედაქალაქში და აქაც მალევე შემიყვარეს უბანშიც, სტუდენტობის მეგობრებმა თუ ახალმა ნაცნობებმა… ყველგან უკვე ისმოდა ნანუკა… მერე ქეთი დევდარიანი გამოჩნდა და ზღაპრად აქცია ჩემი ყოველდღიურობა - პატარა პუბლიკიდან ყველა შემხვედრი მესიყვარულება… მერე ღმერთმა კახათი დამაჯილდოვა, დიდხანს მაკვირდებოდა, ისე... მერე ნინათი, რომელიც სამყაროში ყველაზე დიდი ჯილდოა. მალე მეორე შვილი მომცემს კიდევ უფრო გაუსაძლის ბედნიერებას. საოცნებო სამსახური, სადაც ყველაფერი და ყველა ჩემი ბედნიერებისთვისაა მომართული. ჩემი სუპერძალა - მეგობრები და ჩემი ოჯახი, რომლისთვისაც ყოველთვის მცირეა ჩემი წარმატება. არც განსაკუთრებული ნიჭი მაქვს, არც ჟიზელი ვარ და არც სექსბომბა, მხოლოდ შემიძლია ვთქვა, ვარ კეთილი და ამიტომ ხდება ყველაფერი… არასოდეს მიღალატია, არასოდეს შემშურებია… წარმატების ფორმულაც შევქმენი... მიყვარხართ,“ – წერდა ნანუკა გულუა.
ამჯერად ნანუკა "ინსტაგრამზე" ახალ ვიდეოს აქვეყნებს და გამომწერებს უხსნის, თუ რატომ მოსწონს ორსულობა ყველაზე მეტად:
"მივხვდი, რატომ მომწონს ორსულობა - გარდა იმისა, რომ საოცარ შეგრძნებასთან არის დაკავშირებული, ამის გარდა კიდევ ერთი მიზეზია: მე არასდროს არ ვყოფილვარ ისეთი აღნაგობის ან სინაზის, რომ ჩემთვის ადამიანებს, როგორც ნაზი არსებისთვის, ისე მოემართათ: დაბრძანდით, ფეხზე ნუ დგახართ და ა.შ - მამაკაცების მხრიდან მზრუნველობა არასდროს მიგრძნია. ორსულობისას კი, პირველად ცხოვრებაში, ჩემ მიმართ ყველა მზრუნველია" - ამბობს ნანუკა გულუა.