"ბიჭია, ბიჭი" - ნანუკა გულუა მეორე შვილის დედა გახდა - Marao

"ბიჭია, ბიჭი" - რა დაარქვეს ახალშობილს? ნანუკა გულუა მეორე შვილის დედა გახდა - პირველი კადრები სამშობიაროდან:

2023-12-08 14:02:16+04:00

ნანუკა გულუა მეორე შვილის დედა გახდა - მსახიობსა და მის მეუღლეს, კახაბერ კაშიას, ბიჭი შეეძინათ. სასიხარულო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნანუკას მეგობარი სალომე შარვაძე ავრცელებს. 

"ბი­ჭია, ბი­ჭია... ჩემი გოგო კარ­გად არის, ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა, გი­ლო­ცავთ... ბედ­ნი­ე­რე­ბის და სი­ხა­რუ­ლის დღეა" - წერს სა­ლო­მე შარ­ვა­ძე და კლი­ნი­კი­დან ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს. როგორც ცნობილია, ახალშობილს იკაკო დაარქვეს. 

ნანუკა ფართო საზოგადოებამ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" შესრულებული სახასიათო როლით გაიცნო. მან მეგრელი ქალის, დოჩის პერსონაჟი შექმნა და მას შემდეგ მისი პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა. მოგვიანებით ნანუკა ერთ-ერთი გადაცემის წამყვანიც იყო და დღეს სწორედ ამ მიმართულებით საქმიანობს.