სალომე ზურაბიშვილი, ბახვა ბრეგვაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი... - ცნობილი სახეები, რომლებმაც ბაბი კირკიტაძეს მხარი საჯაროდ დაუჭირეს - Marao

სალომე ზურაბიშვილი, ბახვა ბრეგვაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი... - ცნობილი სახეები, რომლებმაც ბაბი კირკიტაძეს მხარი საჯაროდ დაუჭირეს

2023-12-08 19:07:25+04:00

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სოციალურ ქსელში ყალბი ვიდეომასალის გავრცელების გამო მომრერალი, "ღამის შოუს ბენდის" წევრი ბაბი კირკიტაძე სასამართლოს მიმართავს. ინფორმაციას იგი საკუთარ "Facebook-გვერდზე" ავრცელებს: 

"ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა, მაგრამ როგორც ჩანს, ადამიანების ბოროტებას საზღვარი არ აქვს!!! პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის! ვერც ჩურჩულით დადებული ხმა გიშველით და ვერც შუაში “სპიშკით” გადაფარული და დამონტაჟებული საზიზღრობა ფეიკით შემაშინებთ..!!! ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ. მე ამასაც გავუძლებ, ამასაც რაღაცნაირად გადავიტან. იმ საზიზღრობის შემქმნელებს და გამავრცელებლებს რაც შეეხებათ, ისინი მთელი თავისი ცხოვრება თავისივე ბოროტებაში და ბოღმაში ჩაიხრჩობიან. აუცილებლად შევიტან სარჩელს და მანამ არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს!" - წერს ბაბი კირკიტაძე.

როგორც მომღერლის განცხადებიდან ირკვევა, საქმე ეხება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებას, რომელიც დამონტაჟებული და ყალბია. მეტი დეტალის გასარკვევად ბაბი კირკიტაძე უკვე დაიბარეს გამოკითხვაზე. ამ შემთხვევას სოციალურ ქსელში უამრავი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის იყო საქართველსო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი: 

"კი­დევ ერთხელ და ყო­ველ­თვის ვგმობ ნე­ბის­მი­ერ ფორ­მით ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­სა და ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვას!" - წერს პრე­ზი­დენ­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და აზი­ა­რებს ბაბი კირ­კი­ტა­ძის პოსტს, რო­მელ­შიც ის მის მი­მართ გავ­რცე­ლე­ბულ ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხავ ვი­დე­ო­ფაბ­რი­კა­ცი­ა­ზე წერს.

მომხდარს საკუთარ სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლიაც გამოეხმაურა: 

„სოლიდარობა ბაბის! სოლიდარობა ყველა ქალს,რომელიც ამ ბოროტების მსხვერპლი ხდება! ყოველთვის გვერდით დავუდგები ყველა გოგოს, რომელსაც ასე ებრძვიან! რატომ ანადგურებენ ქალებს ამ ქვეყანაში?!! ყველა მეზიზღება, ვინც ასეთ ბოროტებას აწყობს, ასეთ მორალურ ტერაქტს. საშინლად შევწუხდი ამ პოსტზე. ს ო ლ ი დ ა რ ო ბ ა !!!!“, – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში. 

ბაბის მხარდამჭერების სია გრძელია და მათ შორის არიან ბახვა ბრეგვაძე, გიორგი გასვიანი, ნანუკა ჟორჟოლიანი, თათა გიორგობიანი, მაია ასათიანი, ვიკა კალანდია, სალომე შარვაძე, ნუცა თოფურია და სხვ. მათ საჯაროდ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომ გმობენ ქალის მიმართ ყველანაირი ფორმის ძალადობას, მუქარასა და შანტაჟის მცდელობას. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის განცხადებას: