"ჩემი ცხოვრების ორი მთავარი ადამიანი" - თედო ბექაურის ოჯახური კადრები და სიყვარულის ისტორია - Marao

"ჩემი ცხოვრების ორი მთავარი ადამიანი" - თედო ბექაურის ოჯახური კადრები და სიყვარულის ისტორია

2023-12-09 20:23:49+04:00

"დავოჯახდი და ბედნიერი ცხოვრება დავიწყე. ჩემი რჩეული ანი ხუციშვილია, წარმოშობით რაჭველი, ოღონდ ამჟამად მისი ოჯახი თელავში ცხოვრობს. ანი პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა წელს. ახლა პატარას ველოდებით. ქორწილი ვერ გადავიხადეთ, ვერც ჯვარი დავიწერეთ - ქვეყნის ეპიდემიოლოგებს დავუჯერეთ და თავშეყრა და ხალხმრავალი სუფრა გადავდეთ" - ამბობდა თედო ბექაური 2020 წელს. მოგვიანებით წყვილმა ქორწილიც გადაიხადა და დღეს მათუკვე ჰყავთ  ერთი შვილი, დემეტრე. თედო საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში პროექტით "ცეკვავენ ვარსკვლავები" კიდევ ერთხელ მოექცა. 

„ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების მთავარი გამართლებაა, რომ თედო გავიცანი.. თავისი ბუნებით, კეთილსინდისიერებით მოიპოვა ხალხში ეს სიყვარული.. მაქსიმალურად ვცდილობ, გვერდით დავუდგე. ძალიან ამაყი ვარ, რომ ასეთი ადამიანი მყავს გვერდით", – ამბობდა თედოს მეუღლე ანი ხუციშვილი.

ამჯერად თედო სოციალურ ქსელში სწორედ მეუღლესთან და შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს.

"ქუჩის ჭაობიდან თავის დაღწევაში მეუღლე დამეხმარა... შენ ხარ ჩემი უსაზღვრო ბედნიერება და ჩემი ყველაფერი" " - თედო ბექაურს გულწრფელი აღიარება 

თედო ბექაურმა 2009 წელს გიორგი ოვაშვილის ფილმში „გაღმა ნაპირი“ შესრულებული როლით თავი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს გააცნო. ფილმის პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კ/ფესტივალზე 2009 წლის 7 თებერვალს გაიმართა. 2009 წლის განმავლობაში ფილმი ნაჩვენები იყო ოცდაათამდე ქვეყანაში, ორმოცდაათამდე საერთაშორისო კინოფესტივალზე. თედო ბექაურმა შესრულებული როლისთვის არაერთი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის, პალმ სპრინგის საერთაშორისო კ/ფესტივალი (აშშ) (2010) – ფიპრესის ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, დაკას საერთაშორისო კ/ფესტივალი (ბანგლადეში, 2010) – ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის და სხვ.

გაღმა ნაპირი“ თედო ბექაურის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო:

"ვეცდები, გავამართლო თქვენი მოლოდინები... დედაჩემი და მამაჩემი ძალიან ნერვიულობენ; რაღაც რომ მეშლება, მეც ძალიან განვიცდი" - თედო ბექაური ახალი ცხოვრებისა და ახალი გამოცდილების შესახებ 

 "მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არა­სო­დეს მი­ოც­ნე­ბია. ყვე­ლა­ფე­რი ბედ­ნი­ე­რი შემ­თხვე­ვი­თო­ბის შე­დე­გია. ერთ დღეს, თბი­ლის­ში, თვა­ლის კლი­ნი­კა­ში ჩა­მო­მიყ­ვა­ნა დე­დამ, სა­დაც სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით შევ­ხვდი გი­ორ­გი ოვაშ­ვილს, რო­მელ­საც შვი­ლე­ბი ჰყავ­და ექიმ­თან ვი­ზიტ­ზე მოყ­ვა­ნი­ლი. ამ შეხ­ვედ­რამ ჩემი ცხოვ­რე­ბა ძი­რე­უ­ლად შეც­ვა­ლა. ვი­ზი­ტის მო­ლო­დინ­ში ბა­ტო­ნი გი­ორ­გის ქალ-ვაჟ­მა მი­ი­პყრო ჩემი ყუ­რა­დღე­ბა, ცელ­ქობ­დნენ. ბიჭს ხელ­ში რა­ღაც სა­თა­მა­შო ეჭი­რა, თა­მა­შობ­და, უცებ გო­გომ გა­მოს­ტა­ცა და თავ­ში ჩა­არ­ტყა. ამა­ზე გუ­ლი­ა­ნად გა­და­ვი­ხარ­ხა­რე. თურ­მე სწო­რედ ამ სი­ცი­ლით მი­ვიქ­ციე რე­ჟი­სო­რის ყუ­რა­დღე­ბა. მო­ვი­და, გა­მო­მე­ლა­პა­რა­კა. მერე დე­და­ჩემს გა­ე­სა­უბ­რა და გა­და­წყვი­ტეს, სინ­ჯებ­ზე მი­ვეყ­ვა­ნე.

მახ­სოვს, სტუ­დი­ა­ში რომ შე­ვე­დი, ბა­ტონ­მა გი­ორ­გიმ მი­თხრა, ახლა მე მა­გი­და­ზე რა­ღაც რიტმს და­ვუკ­რავ და შენ იცეკ­ვეო. მე ჯერ მორ­ცხვად ვი­დე­ქი, მერე კი უცებ ენერ­გი­უ­ლად ავ­ცეკვდი. რე­ჟი­სორ­მა, რო­მე­ლიც კმა­ყო­ფი­ლი ჩან­და, გა­მაფრ­თხი­ლა, იცო­დე, სა­ნამ გა­და­ღე­ბე­ბი არ ჩა­ივ­ლის აღარ­სად იცეკ­ვოო. გა­და­ღე­ბე­ბი 2 კვი­რა­ში და­ი­წყო და 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ამა­სო­ბა­ში, პირ­ვე­ლად ვნა­ხე ზღვა. მა­ნამ­დე თბი­ლისს არ ვი­ყა­ვი გა­ცი­ლე­ბუ­ლი. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი დამ­ჭირ­და, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­მემ­ჟღავ­ნე­ბი­ნა. თა­ვი­დან ისე ვმორ­ცხვობ­დი და ისე­თი ჩა­კე­ტი­ლი ვი­ყა­ვი, რომ რე­ჟი­სორს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, ტყუ­ი­ლად კარ­გავ ამ ბავ­შვთან დრო­სო. მერე ბა­ტო­ნი გი­ორ­გი და­მიჯ­და, სე­რი­ო­ზუ­ლად და­მე­ლა­პა­რა­კა და ამ სა­უ­ბარ­მა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო... გა­და­ღე­ბე­ბის დროს ჯანო იზო­რი­ას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი ოთახ­ში. ისე მა­ნე­ბივ­რებ­და, სულ კი­სერ­ზე ვყა­ვდი შემჯდა­რი. ყველ­გან ერ­თად დავ­დი­ო­დით. "გაღ­მა ნა­პი­რი" იყო პირ­ვე­ლი, ყვე­ლა გა­გე­ბით. ამ ფილმმა პო­პუ­ლა­რო­ბაც მო­ი­ტა­ნა, ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლიც მა­ჩუ­ქა, თვალ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მაც მო­მიგ­ვა­რა. ეს ფილ­მი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, დღეს ის არ ვიქ­ნე­ბო­დი, ვინც ახლა ვარ" - იხსენებდა თედო ბექაური. 

"ამ ფილმმა პოპულარობაც მოიტანა, ხალხის სიყვარულიც მაჩუქა, თვალთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემაც მომიგვარა" - როგორ ცხოვრობს დღეს ბიჭი "გაღმა ნაპირიდან" 

დღეს თედო ბექაურისთვის მთავარი გამოწვევა პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავებია", რომლის საშუალებითაც მაყურებელმა ის ხელახლა აღმოაჩინა და მის გარშემო გულშემატკივართა დიდი წრე შეკრა.