ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სოციალურ ქსელში ყალბი ვიდეომასალის გავრცელების გამო მომრერალი, "ღამის შოუს ბენდის" წევრი ბაბი კირკიტაძე სასამართლოს მიმართავს. ინფორმაციას იგი საკუთარ "Facebook-გვერდზე" ავრცელებს:
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა, მაგრამ როგორც ჩანს, ადამიანების ბოროტებას საზღვარი არ აქვს!!! პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის! ვერც ჩურჩულით დადებული ხმა გიშველით და ვერც შუაში “სპიშკით” გადაფარული და დამონტაჟებული საზიზღრობა ფეიკით შემაშინებთ..!!! ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ. მე ამასაც გავუძლებ, ამასაც რაღაცნაირად გადავიტან. იმ საზიზღრობის შემქმნელებს და გამავრცელებლებს რაც შეეხებათ, ისინი მთელი თავისი ცხოვრება თავისივე ბოროტებაში და ბოღმაში ჩაიხრჩობიან. აუცილებლად შევიტან სარჩელს და მანამ არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს!" - წერს ბაბი კირკიტაძე.
როგორც მომღერლის განცხადებიდან ირკვევა, საქმე ეხება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებას, რომელიც დამონტაჟებული და ყალბია. მეტი დეტალის გასარკვევად ბაბი კირკიტაძე უკვე დაიბარეს გამოკითხვაზე, თუმცა, როგორც ბაბი კირკიტაძის მეგობარი, ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია წერს, ჯანმრთელობის მფგომარეობის გაუარესების გამო, მან ჩვენების მიცემა ვერ შეძლო.
"გამომდინარე იქედან, რომ ჩემი მეგობარი ბაბი საკმაოდ მძიმე ემოციური წნეხის ქვეშაა, საჭიროდ ჩავთვალე, მე დავწერო ეს პოსტი! დღეს გახდა ადამიანი ცუდად (ალბათ, არ მკითხავთ, რატომო) და ჩვენების მიცემა გადაიდო ორშაბათისთვის, რაც ზუსტად ვიცი, მაგრამ ამის გამო დაიწყო ახალი, მორიგი "სასიამოვნო" კამპანია ბაბის წინააღმდეგ, თითქოს, რაღაცას გაურბის.
გუშინ ყველა ერთად მხარში ვედექით, ვამხმნევებდით და დღეს ეგრევე ვცვალეთ პოზიცია საწინააღმდეგოდ?! ანუ ცუდად გახდომა, როდესაც ამდენი დღის ნანერვიულები ხარ, არ შეიძლება? და როცა თავი არ გაქვს, სადმე მიუსვლელობით ასე უნდა გავილანძღოთ? მე არ მესმის მსგავსი მიდგომა და ქცევა, ოღონდ მართლა! ან დედა არ გყავთ, ან მამა, ან ნათესავი? რა გიყვართ საერთოდ? რას სცემთ პატივს? ვერ გავიგე! მოკლედ, ორშაბათს ეს გამოძიება დაიწყება! ბოლომდეც მივა! დამნაშავეც დაისჯება! და ისე ნუ იზამს ნურავინ, რომ თანამონაწილე გახდეს ამ დანაშაულის! ჩემი რჩევაა" - წერს გიორგი გაბუნია.