ნატო გელაშვილი ოჯახთან ერთად ეპანეთში მოგზაურობს, კადრებს კი მეგობრებსა და გულშემატკივრებსაც უზიარებს. "ესპანური არდადეგები" - წერს ის.
ნატო გელაშვილი ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და კომპოზიტორია. მის შემოქმედებას საქართველოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და აქტუალობას არასდროს კარგავს. პოპულარობით სარგებლობენ ნატოს შვილებიც, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები. დედის მსგავსად, ძმებიც განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემებით არიან დაჯილდოებული.
"სიყვარულით სავსე ოჯახი" - ნატო გელაშვილი შვილებთან და რძალთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
ნატო გელაშვილი სულ ცოტა ხნის წინ ბებია გახდა - გიორგი ჭოხონელიძეს პირველი შვილი, ლუკა შეეძინა. მომღერალი შვილიშვილის ფოტოებს ხშირად აზიარებს სოციალურ ქსელში.
"ანეტა ნამდვილი ჩემიანია, ასე ვეძახი – ჩემი გოგო. ჯერ ჩემი გოგო და შემდეგ ბიჭები. ბევრი რამ გვაქვს საერთო, ზოგჯერ ნამდვილ დედა-შვილს არ ექნება. გიორგისაც ხშირად უთქვამს, თქვენ ხომ არ თათბირობთ, ანეტა რასაც მეტყვის, ზუსტად იმავეს მეუბნებიო. ვპასუხობ, იმიტომ, რომ ერთ ღირებულებებზე ვდგავართ-მეთქი. ისიც ისეა გაზრდილი, როგორც მე – ახლობლების, ოჯახის, ხალხის, ღმერთის სიყვარულით. ტრადიციული გოგოა, კარგი ქართველი ქალი. მადლობა უფალს, რომ ჩემს ოჯახში შემოვიდა არაჩვეულებრივი გოგო, რომელთანაც ერთ ენაზე ვლაპარაკობ" - ამბობდა ნატო ჟურნალ "სარკესთან" საუბრისას.
ცოტა ხნის წინ, 28 ოქტომბერს კომპოზიტორს სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს. „როგორც იქნა გვეღირსა. 28ოქტომბერს „სტუმრად ნატოსთან“ – 35 წელი სცენაზე და სახელობითი ვარსკვლავის გახსნა! ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი“, – დაწერა დათო ოქიტაშვილმა სოციალურ ქსელში.
"ნატო, ბედნიერი დედა ხარ“ - ნატო გელაშვილის სიმღერა შვილებთან ერთად, რომელსაც უემოციოდ ვერ უყურებთ
ნატო გელაშვილი 1972 წელს დაიბადა. დაამთავრა ბორჯომის პირველი საშუალო სკოლა. პარალელურად სწავლობდა მუსიკალურ შვიდწლედში. ამ პერიოდში მას უკვე, დაახლოებით, ათი მუსიკალური ნაწარმოები ჰქონდა დაწერილი. პირველი სიმღერა თოვლზე დაწერა, მაშინ მეოთხე კლასში იყო.
1989 წელს ნატომ მე-3 მუსიკალურ სასწავლებელში ჩააბარა. ეს პერიოდი მისი შემოქმედებისთვის საკმაოდ აღმავალი იყო. სწორედ ამ დროს დაიწერა ისეთი სიმღერები, როგორებიცაა: „ყვავილების დედოფალა“, „ლოთიანი“, „ეშხიანი ქალები“, „ერთი რამე გულიანი“, „ერთი კაცი მიყვარდა“. 1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი.
1995 წელს ჩატარდა ბათუმის ფესტივალი. ამ დროს ნატო უკვე კონსერვატორიის საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი იყო, მისმა სიმღერამ ფესტივალზე დიდი წარმატება მოიპოვა. ეს იყო პირველი წარმატება, საიდანაც ამოტივტივდა მისი სახელი, თუმცა, მანამდეც ჰქონდა პატარ-პატარა კონცერტები და წარმატებები.
მიუხედავად ბათუმში მიღწეული წარმატებისა ნატო ამის შემდეგ ფესტივალზე აღარ გასულა. "საერთოდ არ მიყვარს კონკურსები, ბათუმის ფესტივალზეც შემთხვევით მოხვდა ჩემი სიმღერა, უბრალოდ ძალიან მთხოვეს, რომ ბათუმზე დამეწერა.“
სტუდენტობის პერიოდიდან დაიწყო გასტროლები ბულგარეთში, საბერძნეთში, იტალიაში, ისრაელში და ეს გასტროლები დღემდე გრძელდება. ტარდებოდა აგრეთვე საქველმოქმედო კონცერტებიც.