ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
დაისახეთ მაღალი მიზნები და წარმატებას მიაღწევთ. შრომის შედეგი კმაყოფილებას მოგანიჭებთ. წარმატებას ადვილად მიაღწევთ. გამოიყენეთ საქმიანი კონტაქტები.
კურო (21 აპრილი - 21 მაისი)
გჭირდებათ თქვენი ჰორიზონტის გაფართოება და ახალი შესაძლებლობები? ხელსაყრელ ზონებში მერკურიმ შეიძლება შთაგაგონოთ თამამი ნაბიჯის გადადგმაში, რომელიც აუცილებლად გამოგივათ.
ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)
პროფესიის შეცვლაზე ფიქრობთ? თუ ეჭვი გტანჯავთ, მაშინ ამ კვირაში შეგიძლიათ უფრო სერიოზულად მოეკიდოთ მას, რადგან ნეპტუნი იწყებს წინსვლას. მოემზადეთ, დააბალანსოთ ოცნებები პრაქტიკულ მოსაზრებებთან, რათა არ გამოტოვოთ წარმატების ყველაზე დიდი შანსი. კარგი კვირაა გარიგებისთვის, ხელშეკრულების დადებისათვის. წარმატებაა მოსალოდნელი ბიზნესში.
კირჩხიბი (22 ივნისი - 23 ივლისი)
მომავალი დღეები შეიძლება იყოს გარდამტეხი მომენტი თქვენს რწმენასთან დაკავშირებით. ოდესმე შეგიტანიათ ეჭვი ვინმეს სიტყვებსა თუ ქმედებებში? დროა, უფრო მეტად ენდოთ თქვენს ინტუიციას. არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ელოდებიან გამოაშკარავებას.
ლომი (24 ივლისი - 23 აგვისტო)
იმის გამო, რომ ნეპტუნი გარკვეული პერიოდის განმავლობაში თქვენს ბიზნესსა და ფინანსურ სექტორშია, შესაძლებელია, რომ იღბალი მოგიდგეთ. მაგრამ ამ პლანეტას ასევე შეუძლია მიგიყვანოთ არარეალური მიზნებისკენ. ნუ აჩქარდებით და რამდენიმე საქმის ბოლომდე მიყვანის საშუალება მოგეცემათ.
ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)
თუ ბევრი გაუგებრობის წინაშე დგახართ, მაშინ ნეპტუნის წინსვლა დაგეხმარებათ ამ კითხვების დალაგებასა და პასუხების პოვნაში. პირად ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემები უკვალოდ ჩაივლის. დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, შეიცვალეთ იმიჯი და ასევე კარგი იქნება, თუ სახლის ინტერიერსაც მოაწესრიგებთ.
სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)
მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის დროა. შორიდან სასიამოვნო ცნობებს მიიღებთ. ასევე კარგი ახალი ამბები გელოდებათ პირად ცხოვრებაში.
მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)
იმის გამო, რომ ნისლიანი ნეპტუნი წინ მიიწევს ამ კვირაში, შეიძლება რთული იყოს იმის გარკვევა, თუ რა გინდათ სინამდვილეში. როგორიც უნდა იყოს იდეები, დარწმუნდით, რომ ისინი ეფუძნება ფაქტებს და არა ფანტაზიას.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
ფრთხილად უნდა იყოთ გეგმების მიმართ, რომლებიც არარეალურია. მალე გაირკვევა, რისი მიღწევა შეგიძლიათ რეალურად. როდესაც ნეპტუნი წინ გიბიძგებთ, თქვენ გაქვთ მეტი შესაძლებლობა, ჩამოაყალიბოთ თქვენი ოცნებები და აქციოთ ისინი რეალობად.
თხის რქა (22 დეკემბერი - 21 იანვარი)
თუ ვინმე მოგიახლოვდებათ ბუნდოვანი, მაგრამ მაცდური გეგმით, დაუსვით რამდენიმე ძირითადი შეკითხვა, სანამ დათანხმდებით. სანამ რამეს მოაწერთ ხელს, დაუთმეთ დრო და წაიკითხეთ დოკუმენტი დეტალურად - ეს გიხსნით შეცდომისგან.
მერწყული (22 იანვარი - 19 თებერვალი)
ნეპტუნისა და მერკურის ენერგიების სრული გააქტიურებით, ორჯერ დაფიქრდით, სანამ დიდ ხარჯებს ან ინვესტიციებს განახორციელებთ, თუნდაც ისინი მომგებიანი ჩანდეს. მოერიდეთ კონფლიქტებს, განსაკუთრებით კი, ოჯახის წევრებს და რომანტიკულ ურთიერთობებს გაუფრთხილდით.
თევზები (20 თებერვალი - 20 მარტი)
ყურადღება მიაქციეთ ხარჯებს. თუ სწორად არ მოიქცევით, ფინანსური დანაკარგი გელით - კარგი იქნება, თუ დანაზოგს არ გამოიყენებთ.