მუსიკოსს, ჯგუფ „მგზავრების“ სოლისტს, გიგი დედალამაზიშვილს, საზოგადოება უკვე წლებია, კარგად იცნობს. გიგიმ მოკლე დროში შეძლო საზოგადოებისთვის თავის შეყვარება და მისი გულშემატკივრების რიცხვი ყოველდღე უფრო და უფრო იზრდება. გარდა გიგი დედალამაზიშვილის კარიერული წარმატებისა, საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას მისი პირადი ცხოვრებაც იმსახურებს.
მომღერლის მეუღლე უკრაინელი ფოტოგრაფი მარინა კარპია. მათ ორი შვილი ჰყავთ. „მარინას რომ შევხვდი, რაღაცნაირად მივხვდი, რომ ჩემი ადამიანი ვიპოვე და ერთმანეთისთვის ვიყავით დაბადებული. ბავშვი იყო და დიდს ჰგავდა. მივხვდი, რომ ვეძებდი ისეთ ქალს, როგორიც მარინაა. ძალიან მიხარია, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ”, – ამბობდა გიგი დედალამაზიშვილი.
მარინა აღნიშნავს, რომ ფოტოგრაფიით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, მაგრამ სწავლა არსად გაუგრძელებია. 16 წლიდან მოყოლებული, ფოტოგრაფიის ყველა მნიშვნელოვანი კურსი მოიარა კიევში და შემდგომ 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი ჰქონდა.
"როგორ გაუმართლათ ამ პატარებს, ასეთი მშობლები რომ ჰყავთ" - როგორია საახალწლო სამზადისი და ოჯახური იდილია დედალამაზიშვილების სახლში
"11 წელი, როგორც ოჯახი" - გიგი დედალამაზიშვილი და მარინა კარპი ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ: როგორია მათი ოჯახური ტრადიცია
„16-დან 20 წლამდე ჩემმა ცხოვრებამ ყოველდღიურ გადაღებებში ჩაიარა და უცბად, ბრახ! – მე მას შევხვდი. გიგიმ თავი შემაყვარა, საკუთარი ნებით ჩავხტი ტომარაში და გავფრინდი საქართველოში.
2011 წლიდან ჩემი ცხოვრება ორ ქალაქს – თბილისსა და კიევს შორისაა გადაშლილი" - ამბობდა მარინა.
ამჯერად გიგის ქალიშვილი 8 წლის გახდა - მომღერალი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს "ინსტაგრამზე" აქვეყნებს.