ქართველი კომპოზიტორი და მუსიკოსი დათო ევგენიძე უკვე არაერთი წელია, ეკრანსა თუ სცენაზე ჩანს და მაყურებელს მუდმივად ანებივრებს შესანიშნავი მუსიკითა და პოეზიით.
დათო ევგენიძე დაიბადა 1958 წელს თბილისში. 1982 წელს დაამთავრა მოსკოვის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. 1983 წელს საბჭოთა კავშირის მუსიკოს შემსრულებელთა კონკურსზე დაჯილდოვდა გრან-პრით. 1985-1986 წლებში მისი ნაწარმოებები იდგმებოდა მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე. იმავე წლებში დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურა. 1987 წელს განახორციელა პირველი წარმოდგენები ნიუ-იორკში. დათო ევგენიძე წერს მუსიკას სპექტაკლებისათვის, ფილმებისათვის, მონაწილეობს საერთაშორისო კონკურსებში. თავისუფალ დროს დათო წერს ლექსებს, ხატავს.
გარდა საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრებისა, დათო ყურადღებას ყოველთვის იქცევდა პირადი ცხოვრებითაც. როგორც ცნობილია, მას ოჯახი არაერთხელ დაენგრა, თუმცა უკვე არაერთი წელია ნინო ჟვანიასთან ერთად ცხოვრობს, მათ ოფიციალურად სულ ცოტა ხნის წინ იქორწინეს. დათოს და ნინოს ერთი შვილი ჰყავთ. დათოს პირველი ქალიშვილი, ანჟელიკა, ახლა საფრანგეთში ცხოვრობს. მეორე ქორწინებიდან მას ლიკა და ლუკა ევგენიძეები ჰყავს, რომლებიც ნინო კალანდაძისგან შეეძინა. ნინო მსახიობ კირა ანდრონიკაშვილის შვილია და ლიკას ხშირად ამსგავსებენ უმშვენიერეს ბებიას.
დათო ევგენიძემ და ნინო ჟვანიამ იქორწინეს - კადრები საქორწინო ცერემონიიდან
პირადი ცხოვრების შესახებ დათო ევგენიძემ გადაცემაში "ნოესთან" ისაუბრა:
„პირველი ურთიერთობა იმიტომ დაინგრა, რომ უცხოელი იყო. უცხოელი რომ მოგყავდა ცოლად, ნიშნავდა, რომ ის აქ არ რჩება და შენ უნდა წახვიდე. მე კი არსად წამსვლელი არ ვიყავი არასდროს. პირველი იყო მძაფრი შეყვარება, წავიდა და დავემშვიდობე. სერბი იყო.
ყოველ წელს ჩამოდიოდნენ ხოლმე სტაჟირებაზე. მომდევნო წელს ჩამოსულებიდან სხვასთან ამეწყო ურთიერთობა. მან იცოდა ჩემზე და იმ გოგონაზე. მითხრა, შენგან ბიჭი გააჩინა, დრაგანიო.
კინაღამ გავგიჟდი. ორი კვირა ვცდილობდი მასთან დაკავშირებას. როგორ იქნა, ველაპარაკე, მითხრა, შენგან გავაჩინე შვილი, მაგრამ არაფერი მინდა, ვთხოვდები, მივდივართ ამერიკაში და ამ ბავშვს ეცოდინება, რომ მამა ის არისო. მე 19 წლის ვიყავი. გული კი დამწყდა, მაგრამ ვუთხარი, კარგი-მეთქი. დღეს ვერ ვპოულობ. მამის გვარიც არ ვიცი. ახლა 42 წლის იქნება. შეიძლება შვილთაშვილი მყავს.
საკმაოდ პატარა ვიყავი, დიდ თეატრში რომ ვთანამშრომლობდი. ბალერინა, რომელიც ცეკვავდა ჩემს სპექტაკლში, ნახევრად რუსი და ნახევრად ფრანგი იყო. დამეწყო მასთან რომანი და მანაც გამიჩინა შვილი.
ვნახულობდი, სამშობიაროშიც ვიყავი. ანჟელიკა დაარქვა, ჩემს დას რადგან ლიკა ერქვა. მეორე გოგონა, ლიკა, ორი წლის მერე დაიბადა. ორივე 20 ნოემბერსაა დაბადებული.
მეორე შვილიც რომ წაიყვანა საფრანგეთში და მანაც იგივე მითხრა, რომ ამასაც ეცოდინება, რომ მამამისი ჩემი ქმარიაო, ძალიან შევწუხდი. პირველის ძებნა დავიწყე და ანჟელიკას აღარ შევეშვი.
ცხრა წლამდე არ ვეუბნებოდი, რომ მამამისი ვიყავი. ერთ დღეს მქონდა სპექტაკლი და აპლოდისმენტების ხმაში მოიყვანა ბებიამისმა და მაშინ მკითხა, მამაჩემი ხარო? ვუთხარი, კი-მეთქი, ჩავიხუტე გულში და აღარც გამიშვია ხელი.
ოპერაციას რომ ვიკეთებდი, გაგიჟდა. მითხრა, სასტუმროში ფრანგი დაგირეკავს და რაღაცას მოგიტანსო. აღმოჩნდა, რომ 25 ათასი დოლარი მომცა“, – იხსენებს დათო ევგენიძე.