ცნობილ ქართველ ექიმს, კარდიოქირურგ ლევან ქარაზანიშვილს, ქვეყნის საზღვრებს გარეთაც კარგად იცნობენ. მან სახელი არაერთი უნიკალური ოპერაციით გაითქვა.
წარმატებული ექიმი სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ხელმომწერებს პირად ფოტოებს ხშირად უზიარებს. ლევანს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი: 28 წლის ნინა და 23 წლის ანა ჰყავს.
სოციალურ ქსელში პოპულარული ექიმების წყვილის საინტერესო ცხოვრება და ახალი ფოტოები(ფოტოები)
მისი ამჟამინდელი მეუღლე ქეთი ძიგუაა. მათ ოფიციალურად 2021 წელს იქორწინეს, 2022 წელს კი პირველი საერთო შვილი, მატილდე შეეძინათ:
“არაჩვეულებრივი ემოციები დამეუფლა. მშობიარობას არ დავსწრებივარ, მერე მოვინახულე მატილდე. ზომიერი წონის, ძალიან ლამაზი და საყვარელი ბავშვია.
როგორც ყველა, ჩვენც ვემზადებოდით პატარასთან შესახვედრად. განსაკუთრებული არაფერი, ვიყიდეთ საჭირო ნივთები, მოვუმზადეთ ოთახი და რამდენიმე დღეში სახლში ველოდები პატარას.

„გიყურებთ და ვხვდები, როგორია ბედნიერება... პოზიტიური წყვილი ხართ“ - ცნობილი ექიმი, ლევან ქარაზანიშვილი და ქეთი ძიგუა ახალ ფოტოებს აქვეყნებენ
ნაბოლარამ, რა თქმა უნდა, განსხვავებული გრძნობა მომიტანა, თუმცა უფროს ქალიშვილებსაც თავისებური და თბილი ემოციებით შევხვდი. ახლა მზრუნველობის კუთხით უფრო გამოვირჩევი, ალბათ, სულ სხვა ასაკშიც ვარ და ეგ არის განმასხვავებელი”, - ამბობდა ლევანი.
"პატარა მარწყვი გოგო" - ქეთი ძიგუასა და ლევან ქარაზანიშვილის ოჯახური კადრები პატარა მატილდესთან ერთად
ქეთი და ლევანი ერთსა და იმავე კლინიკაში მუშაობდნენ, ლევანი კარდიოქირურგი, ხოლო ქეთი ადმინისტაციის თანამშრომელი იყო. როგორც ქეთი განმარტავს, წყვილს შორის 28-წლიანი სხვაობა ქორწინებისა და ურთიერთობისთვის დაბრკოლება არ ყოფილა და მათ დღეს ბედნიერი ოჯახი აქვთ.

