იანვრის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - Marao

ზოდიაქოს ამ სამ ნიშანს იანვარში განსაკუთრებით გაუმართლებს - ნახეთ, როგორი იანვარი ელით ზოდიაქოს ნიშნებს

2023-12-11 15:56:19+04:00

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

მიენდეთ თქვენს ინტუიციას. იანვრის თვეში კარიერაში წარმატებული ცვლილებები გელოდებათ. მოსალოდნელია ფინანსური მატებაც.

კურო (21 აპრილი – 20 მაისი)

შესაძლოა მეგობრებთან ურთიერთობაში პრობლემები შეგექმნათ. უმჯობესი იქნება, თუ სამოგზაუროდ მარტო წახვალთ.

2024 ნაკიანი წელიწადია: რატომ თვლიან, რომ დრაკონის წელი უბედურებას მოიტანს? 

ვინ იქნება 2024 წლის 4 ყველაზე იღბლიანი ნიშანი 

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)

ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც სხვებისგან გაიგონებთ. კარიერული წინსვლის შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. ინტუიცია დაგეხმარებათ, იპოვოთ გზა მეტი ფულის მისაღებად. 

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)

პარტნიორთან ერთად იმოგზაურეთ. ფრთხილად იყავით და ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოთ. არ დაგავიწყდეთ მეგობრებთან ერთად გართობაც.

ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)

ინტუიცია დაგეხმარებათ საქმიანი გადაწყვეტილების მიღებაში. სამსახურში კონკურენციას მოერიდეთ. სხვა შემთხვევაში წარმატებული თვე გელით.

ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)

კარგი თვეა მნიშვნელოვანი საუბრებისთვის და პრობლემების მოსაგვარებლად. უმჯობესია არ იყოთ პირდაპირი - ასე პრობლემებს აირიდებთ თავიდან. 

სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი

უფრთხილდით ადამიანებს, რომლებიც სამსახურში თავაზიანები არიან. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რაც გესმით. გონივრული შინაგანი გრძნობა დაგეხმარებათ მეტი ფულის შოვნაში.

მორიელი (23 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ზედმეტმა ფიქრმა შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ. პირადი პრობლემების გადაწყვეტის დროს მიენდეთ ინტუიციას. 

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

თქვენ გაქვთ შესანიშნავი იდეები, რომ გაზარდოთ შემოსავალი და სამსახურში შექება დაიმსახუროთ, იანვრის თვე წარმატების მომტანი აღმოჩნდება პირადი ცხოვრების თვალსაზრისითაც. 

თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)

საქმის კეთების ძველი გზები არ გამოგადგებათ. მიზნების დასახვა და მუშაობა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. მთავარია, ენდოთ ინტუიციას. 

მერწყული (20 იანვარი - 19 თებერვალი)

თქვენი ოცნებები აუცილებლად ახდება. იანვრის თვეში რაღაც განსხვავებული გელოდებათ.  ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. 

თევზები (20 თებერვალი - 20 მარტი)

ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რაც გესმით. როგორც ჩანს, ყველა ეთანხმება იმას, რასაც ამბობთ. არ მისცეთ სხვებს იმის საშუალება, რომ თავი დამნაშავედ გაგრძნობინოთ.