ჰიურემ სულთნის ისტორია ოსმალეთის იმპერიის მდიდარი ისტორიის უნიკალური ნაწილია. მისი ადრეული ცხოვრება ისტორიკოსებისთვის უცნობია. ვარაუდობენ, რომ ჰიურემის რეალური სახელი როქსალანა ან ანასტასია ლისოვსკა უნდა ყოფილიყო. ზოგიერთი წყაროს თანახმად ის იგი მართლმადიდებელი ქრისტიანი მღვდლის შვილი იყო.
ითვლებოდა, რომ ჰიურემი რუთენიის რეგიონიდან იყო, რომელიც მაშინ პოლონეთს სამეფოს ეკუთვნოდა. თათრები ამ ადგილს რეგულარულად არბევდნენ, ტყვედ აყვანილებს კი მონათა ბაზარზე ჰყიდდნენ. სწორედ ასე მოხდა ჰიურემი მონათა ბაზარში. იგი იმ დროს 14-15 წლის იქნებოდა - მონების ბაზარზე ყველაზე მაღალი ღირებულება ახალგაზრდა და მიმზიდველ ქალებს ჰქონდათ.
„დიდებული საუკუნის“ კვალდაკვალ: მოულოდნელი სიმართლე, როგორი იყო რეალური ცხოვრება ჰარამხანაში
სწორედ ამ მონათა ბაზარში იყიდა იგი იბრაჰიმ ფაშამ და საჩუქრად სულთან სულეიმანს გადასცა. სლავური წარმომავლობის მონები ოსმალეთის იმპერიაში ძალიან ფასობდნენ ფერმკრთალი კანის გამო. ჰიურემის წითური თმა სულთნის კარზე ეგზოტიკურად ითვლებოდა.
ახალგაზრდა მონამ სამეფო ოჯახში შესვლის შემდეგ ორი ახალი სახელი შეიძინა - ერთ-ერთი ასეთი სახელი იყო „როქსელანა“, რაც ნიშნავს „მოახლე რუთენიიდან“ - სწორედაც ამ სახელთ მომიხსენიებდნენ მას ვენეციელი ელჩები. მისი მეორე სახელი „ჰიურემი“ კი სპარსულად მხიარულს ნიშნავს. ვარაუდობენ, რომ სულთანმა ეს სახელი მას სწორედ ხასიათის გამო აურჩია.
სასახლეში მიყვანილ ქალებს თავდაპირველად სხვადასხვა სამუშაოზე ასაქმებდნენ - ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, ჰიურემი მრეცხავად დაასაქმეს. მოვლენების საკმაოდ რომანტიკულ ვერსიაში ნათქვამია, რომ სულეიმანმა ერთ დღეს სასახლის ის ნაწილი გაიარა, სადაც ჰიურემი მუშაობდა და მისი სიმღერის ხმა გაიგონა, სულთანი გოგონასთან სასაუბროდ გაჩერდა და მისმა მხიარულმა ბუნებამ მოხიბლა.
სულეიმანი სულთანი 1520 წელს გახდა, დაახლოებით იმავე დროს, როდესაც ჰურემი მისი ხარჭა იყო. მომდევნო წელს მას შეეძინა ვაჟი, მეჰმედი. 1533 წელს სულთანმა ჰიურემი მონობისგან გაათავისუფლა და კანონიერ ცოლად შეირთო. ეს ამბავი გენუის ელჩს თავის დოკუმენტებში აქვს დაფიქსირებული: „ამ კვირაში მოხდა ამ ქალაქში ყველაზე უჩვეულო მოვლენა, რომელიც აბსოლუტურად უპრეცედენტო იყო ოსმალეთის ისტორიაში. დიდებულმა სულეიმანმა მონა-ქალი ცოლად შეირთო.“
იმპერია კიდევ ერთი უჩვეულო მოვლენა მაშინ მოხდა, როდესაც ჰიურემმა ქმარს კიდევ ერთი ვაჟი გაუჩინა. მანამდე წესად იყო, რომ ხარჭები სულთანს მხოლოდ ერთ ვაჟს უჩენდნენ. მიუხედავად ამისა, ჰურემს და სულეიმანს სულ ექვსი შვილი ჰყავდათ, ხუთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი.
იმისდა მიუხედავად, რომ ისლამური კანონი სულთანს უფლებას აძლევდა, ჰყოლოდა იმდენი ხარჭა, რამდენიც მოესურვებოდა, სულეიმანი დარჩა ჰიურემის ერთგული და სხვა ქალებთან ერთად დროს არ ატარებდა.
როდესაც სულეიმანი სამხედრო კამპანიებზე იმყოფებოდა, ჰიურემი სასახლეში მომხდარ მოვლენებს წერილებით აცნობდა. ხელმძღვანელობდა ქალაქში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, როგორიცაა საზოგადოებრივი სასმლისა და ბანაობის ობიექტების შექმნა, საქველმოქმედო პროექტები, როგორიცაა ღარიბებისთვის სამზარეულოს დაარსება. და რელიგიური სამუშაოები, როგორიცაა მეჩეთებისა და ჰოსტელის მშენებლობა მომლოცველთათვის.
შემორჩენილია რამდენიმე წერილი ჰიურემსა და სულეიმანს შორის. ერთ-ერთ ასეთ წერილში ჰიურემი წერდა:
„მე მხოლოდ შენს გვერდით ვპოულობ სიმშვიდეს. სიტყვები და მელანი არ იქნება საკმარისი ჩემი ბედნიერებისა და სიხარულის გადმოსაცემად, როცა შენს გვერდით ვარ. შენ ჩემი დატანჯული გულის ერთადერთი წამალი ხარ. ღმერთმა დაგიფაროს, ღმერთმა დაგლოცოს ჩემო სულთანო, წარმატებულ ლაშქრობას გისურვებ, უზომოდ მენატრები. ვფიცავ ღმერთს, რომ უშენობა მკლავს, არ დამივიწყოთ ჩემო სულთანო არასოდეს... და თუ დამივიწყებთ, იცოდეთ, რომ მე მაგ დღეს უკვე აღარ ვიქნები..."