საახალწლო განწყობა ზურიკო დავითაშვილის ოჯახში - ფეხბურთელი ახალ ფოტოს გვიზიარებს - Marao

პირველი ახალი წელი პატარა დათუნასთან ერთად - როგორია საახალწლო განწყობა ზურიკო დავითაშვილის ოჯახში

2023-12-12 10:13:35+04:00

ბოლო დროს საფეხბურთო სამყაროში სულ უფრო მეტს საუბრობენ ახალგაზრდა ფეხბურთელ ზურიკო დავითაშვილზე, რომელმაც საქართველოსა და ნიდერლანდების გუშინდელ დაპირისპირებაში თავი გამოიჩინა და შესანიშნავი გოლი გაიტანა. ზურიკო დავითაშვილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემტევი ნახევარმცველია. 2017 წელს გახდა ყაზახეთის პრეზიდენტის თასის საუკეთესო ბომბარდირი 6 გატანილი გოლით. 2022 წლიდან ირიცხება "დინამო ბათუმში". 2022 წლის 30 აგვისტოს ერთწლიანი იჯარით გადავიდა ფრანგულ კლუბ "ბორდოში".  

ზურიკო დავითაშვილი სოციალურ ქსელში, პროფესიულ წარმატებასთან ერთად, ხშირად აქვეყნებს კადრებს საკუთარი ყოველდღიურობიდანაც. ზურიკოს რჩეული უმშვენიერესი მია გზირიშვილია, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარია. წყვილმა ივლისის თვეში საზოგადოებას ამცნო, რომ ისინი დაოჯახდნენ. 

"მხიარული მეგობრები" - რა ვიდეოს აქვეყნებს სოციალურ ქსელში ნიცა თავაძე 

"აი, ბეჭედი... ჯერ არავინ იცის და ახლა ვიტყვი, მია უკვე ჩემი ცოლია, ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში, დამეხმარა, რომ საკუთარი თავი ისევ მეპოვა" - ზურიკო დავითაშვილისა და მია გზირიშვილის სიყვარულის ისტორია 

"ძალიან არ უყვარს საყვედურის მოსმენა, მაგრამ ყოველთვის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საყვედური არ მიიღოს. საოცრად პუნქტუალური და მოწესრიგებული ადამიანია. ბავშვობიდან ჩვევად ჰქონდა, ვარჯიშზე რომ არ დაგვიანებოდა და მწვრთნელისგან საყვედური არ მიეღო, სახლიდან საჭიროზე ნახევარი საათით ადრე მაინც გადიოდა. ზუკა და მამამისი სულ ამის გამო კამათობდნენ. აეროპორტშიც ასე ადრე მიდის ხოლმე. ცოტა ხნის წინ მეუბნებოდა, დედა, ხომ იცი, ეს თვისება რომ მაქვს და ფრანგულ კლუბში რომ მივდიოდი, მაინცდამაინც იქ დავიგვიანეო. გამოძახებულმა ტაქსიმ უმტყუნა, დროულად არ მივიდა. ძალიან მოწესრიგებული იყო ბავშვობიდან. 8 წლის გახლდათ, პირველად შეკრებაზე დამოუკიდებლად რომ წავიდა, საკუთარ თავს უვლიდა. სასტუმროს ოთახიდან ისე არ გამოვიდოდა, თუ არ მიალაგებდა. რამდენჯერ მაისურიც კი დაუტოვებია. რომ ვეკითხებოდი, დაკარგე-მეთქი? - არა, დედა, იატაკი მოვწმინდეო. ზუკას ჩვენ არც ერთ უცხოურ კლუბში არ გავყოლივართ, რუსეთში რომ იყო, იქ საერთოდ ვერც ჩავდიოდით. ზუკას იმედი ყოველთვის გვქონდა და გვაქვს" - ამბობდა ფეხბურთელის დედა.

ცოტა ხნის წინ ზურიკოს და მიას პირველი შვილი შეეძინათ. წყვილმა ბავშვს დათი დაარქვა.

"იმ დრო­ის­თვის, რო­დე­საც ბავ­შვი ჩნდე­ბო­და, არ ვი­ყა­ვი ოჯახ­თან ერ­თად. ვი­ყა­ვი შეკ­რე­ბა­ზე, ბი­ჭებ­თან ერ­თად. მე­უღ­ლე­მაც მი­თხრა, წა­დიო... მა­მო­ბა სა­ოც­რე­ბაა, ეს ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ ჩვე­ნი სპორ­ტი ასე­თია, პა­ტა­რა მსხვერ­პლის გა­ღე­ბაც გი­წევს. შე­მეძ­ლო, რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი კი­დეც, მაგ­რამ ზუს­ტა­დაც არ ვი­ცო­დით, რო­დის და­ი­ბა­დე­ბო­და. არა­ნა­ი­რი რთუ­ლი მო­მენ­ტი არ გვქო­ნია, რო­გორც გი­თხა­რით, მე­უღ­ლემ მირ­ჩია, რომ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. მად­ლო­ბა მას, თო­რემ მე შე­იძ­ლე­ბა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი..." - ამბობდა ზურიკო დავითაშვილი.  

ამჯერად მია გზირიშვილი გამომწერებს ოჯახურ საახალწლო გარემოს კადრებს უზიარებს, სადაც პატარა დათიც ჩანს.