"ალას ბევრი დაავადება აქვს, რამე თუ მოუვა, ვინ მიხედავს ბავშვებს? ჯან­და­ბა მას, გალ­კინს... რო­გორ შე­ეძ­ლო შვი­ლე­ბის მი­ტო­ვე­ბა?!" - რას ჰყვება ალა პუგაჩოვას მეგობარი, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა - Marao

"ალას ბევრი დაავადება აქვს, რამე თუ მოუვა, ვინ მიხედავს ბავშვებს? ჯან­და­ბა მას, გალ­კინს... რო­გორ შე­ეძ­ლო შვი­ლე­ბის მი­ტო­ვე­ბა?!" - რას ჰყვება ალა პუგაჩოვას მეგობარი, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

2023-12-12 11:19:06+04:00

"მას ბევ­რი და­ა­ვა­დე­ბა აქვს", - ამ სი­ტყვე­ბით იწყებს სა­უ­ბარს ალა პუ­გა­ჩო­ვას მე­გო­ბა­რი ლუბა აქ­სე­ნო­ვა. ქა­ლის სი­ტყვებს მე­დია ცი­ტი­რებს და წერს, რომ პრი­მა­დო­ნამ რუ­სე­თი შვი­ლებ­ზე ზრუნ­ვის მიზ­ნით და­ტო­ვა.

აქამ­დე წერ­დნენ, რომ ალამ რუ­სე­თი მე­უღ­ლის, შო­უ­მენ მაქ­სიმ გალ­კი­ნის გამო და­ტო­ვა, რო­მე­ლიც კრემ­ლმა უცხო­ე­თის აგენ­ტე­ბის სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა, მაგ­რამ აქ­სე­ნო­ვა ამ­ტკი­ცებს, რომ ასე არ არის.

ალა პუგაჩოვამ და მაქსიმ გალკინმა ისრაელი მაინც დატოვეს - სად გადავიდა წყვილი საცხოვრებლად და როგორია მათი 2.5 $-ად შეფასებული სახლი 

"ჯან­და­ბა მას, გალ­კინს... მას ეს­მის, რომ მათ ორი შვი­ლი ჰყავთ. პირ­ველ რიგ­ში, მათ­ზე უნდა ეფიქ­რა! რო­გორ შე­ეძ­ლო შვი­ლე­ბის მი­ტო­ვე­ბა?! ალას სჯე­რა, რომ ბავ­შვე­ბი მა­მას­თან ერ­თად უნდა გა­ი­ზარ­დონ. არა­სო­დეს იცის, რა მო­უ­ვა ხვალ. მერე ვის­თან დარ­ჩე­ბი­ან ბავ­შვე­ბი? რო­გორ ფიქ­რობთ, მას მარ­თლა სჯე­რა, რომ უკ­ვდა­ვია? - არა, ამის ნამ­დვი­ლად არ სჯე­რა: მას ბევ­რი და­ა­ვა­დე­ბა აქვს", - ამ­ბობს აქ­სე­ნო­ვა.

წაიკითხეთ სრულად

ალა პუგაჩოვა საბჭოთა და რუსი ესტრადის მომღერალი, კომპოზიტორი-სიმღერების ავტორი, ესტრადის რეჟისორი, პროდიუსერი, კინომსახიობი და ტელეწამყვანია. დაიბადა 1949 წლის 15 აპრილს, არის 74 წლის. 

კარიერა 1965 წლიდან დაიწყო. მის რეპერტუარში შედის 500-ზე მეტი სიმღერა რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ებრაულ, ფინურ, უკრაინულ ენებზე, ხოლო დისკოგრაფია ითვლის 100-ზე მეტ სოლო-გრამფირფიტას (17 ალბომი, 34 სინგლი, 25 „კომპილაცია“ და კრებული). რუსეთისა და ყოფილი სსრკ-ის ქვეყნების გარდა, პუგაჩოვას ალბომები გამოიცემოდა იაპონიაში, კორეაში, შვედეთში, ფინეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში. დისკების საერთო ტირაჟმა გადააჭარბა 250 მილიონ ეგზემპლარს. ალა პუგაჩოვამ წარადგინა რუსეთი "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე 1997 წელს.

რა სჭირს ალას? სახის დაჭიმვისა და თმის გადანერგვის შემდეგ პრიმადონა სხვაგვარად გამოიყურება - რუსეთიდან გადახვეწილი 74 წლის ალა პუგაჩოვას მორიგ გამოჩენას საზოგადოებაში აჟიოტაჟი მოჰყვა 

პუგაჩოვა 5 წლიდან მუსიკით იყო გატაცებული. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მან მოსკოვის იპოლიტე ივანოვის სახელობის მუსიკალურ სახელმწიფო სასწავლებელში სადირიჟორო-გუნდის განყოფილების განხრით განაგრძო სწავლა. პროფესიული სოლო-კარიერის დაწყებამდე ბევრ მუსიკალურ კოლექტივთან ერთად მუშაობდა. პირველი სიმღერა Робот დილის გადაცემისთვის შეიქმნა და მას დიდი წარმატება მოუტანა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ რადიოსადგურის „ახალგაზრდობის“ ჯგუფთან ერთად, მომღერალმა დასავლეთ ციმბირში პირველი გასტროლები გამართა.

საერთაშორისო აღიარება 1975 წელს, ბულგარეთის საერთაშორისო კონკურსმა „ოქროს ორფეოსმა“ მოუტანა, სადაც მის მიერ შესრულებული სიმღერა „არლეკინო“ ერთხმად აღიარეს საუკეთესოდ და ალა პუგაჩოვას ფესტივალის გრან-პრი გადაეცა.

"დღეს ჩვენი დღესასწაულია, 21 წელი ერთად... ველოდები შენთან შეხვედრას" - ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ 

1979 წელს გამოვიდა ფილმი „ქალი, რომელიც მღერის“, რომელშიც მთავარ როლს ალა პუგაჩოვა ასრულებდა. საბჭოთა კინოგაქირავებაში ფილმმა 1979 წელს პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ალა პუგაჩოვას, ჟურნალ „საბჭოთა ეკრანის“ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მიენიჭა „წლის საუკეთესო მსახიობი ქალის“ წოდება. ფილმში გამოყენებულია სიმღერები, რომლებისთვისაც მუსიკა, ალექსანდრე ზაცეპინის გარდა, თავად ალა პუგაჩოვამაც დაწერა, „ბორის გორბონოსის“ ფსევდონიმით.

დღეისათვის ჩამოშორდა აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას. ჰყავს სამი შვილი და სამი შვილიშვილი. მისი ერთ-ერთი შვილი, კრისტინა ორბაკაიტე, აგრეთვე მომღერალია. პუგაჩოვა ამჟამად ქორწინებაში იმყოფება მაქსიმ გალკინთან.