მოდის ექსპერტი, ბლოგერი და დიზაინერი, მომხიბლავი ქალბატონი, რომელიც გემოვნებიანად იცვამს და მუდმივად ფორმაშია - ასე ახასიათებენ დალი ჩიტალაძეს, რომელიც სოციალურ ქსელსა და საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. პატარა გოგონასავით მხიარულია. ცდილობს, იყოს ლაღი და ეცვას ხალისიანი ფერის სამოსი.
ამბობს, რომ გენეტიკა და ბუნება ყოველთვის ვერ დაეხმარება, თუკი გარკვეულ დისციპლინას თავადაც არ გამოიმუშავებს, არ ივარჯიშებს, ჯანსაღად არ იკვებება და ა.შ.
ფოტო 20-წლიანი სხვაობით - როგორ გამოიყურებოდა წლების წინ უმშვენიერესი და უბერებელი დალი ჩიტალაძე
"რა ფერებში უნდა მოვრთოთ ნაძვის ხე მწვანე ხის დრაკონის წლისთვის - დალი ჩიტალაძე სეზონის ტენდენციებზე
"ეს ყველაფერი ცოტა გენეტიკის, ცოტა თავის მოვლის დამსახურებაა. ვცდილობ, კვირაში სამჯერ მაინც ვივარჯიშო, ღამე არ გავათენო, სრულფასოვნად გამოვიძინო, შეძლებისდაგვარად ჯანსაღი პროდუქტები მივიღო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ტკბილეული, ნამცხვარი და მისი ცხობაც, ერთ დღეს რომ დავაგემოვნებ, შემდეგ რამდენიმე დღე თავს უფლებას აღარ ვაძლევ, ვჭამო" - ამბობს ის.
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ინტერესი იზრდება ნაძვის ხის მიმართაც - როგორი სათამაშოები იქნება წელს მოდაში, რომელი ფერებია ტრენდული და ა.შ. ამჯერად დალი ჩიტალაძე საზოგადოებას თავისი ნაძვის ხის ვიდეოს უზიარებს.