"საზიზღარი, გულის ამრევი ვიდეოა, სადაც ნათლად არის ჩემი სახე ჩასმული, ასევე ჟღერდება ვიდეოში ჩემი სახელიც“ - საგამოძიებო სამსახურში ბაბი კირკიტაძის გამოკითხვა მიმდინარეობს - Marao

"საზიზღარი, გულის ამრევი ვიდეოა, სადაც ნათლად ჩანს...“ - რა თქვა გამოკითხვაზე მისულმა ბაბი კირკიტაძემ მის შესახებ გავრცელებულ ვიდეოზე

2023-12-12 12:00:09+04:00

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სოციალურ ქსელში ყალბი ვიდეომასალის გავრცელების გამო მომრერალი, "ღამის შოუს ბენდის" წევრი ბაბი კირკიტაძე სასამართლოს მიმართავს. ინფორმაცია მან საკუთარ "Facebook-გვერდზე" გაავრცელა:

 "ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა, მაგრამ როგორც ჩანს, ადამიანების ბოროტებას საზღვარი არ აქვს!!! პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის! ვერც ჩურჩულით დადებული ხმა გიშველით და ვერც შუაში “სპიშკით” გადაფარული და დამონტაჟებული საზიზღრობა ფეიკით შემაშინებთ..!!! ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ. მე ამასაც გავუძლებ, ამასაც რაღაცნაირად გადავიტან. იმ საზიზღრობის შემქმნელებს და გამავრცელებლებს რაც შეეხებათ, ისინი მთელი თავისი ცხოვრება თავისივე ბოროტებაში და ბოღმაში ჩაიხრჩობიან. აუცილებლად შევიტან სარჩელს და მანამ არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს!" - წერდა ბაბი.

სალომე ზურაბიშვილი, ბახვა ბრეგვაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი... - ცნობილი სახეები, რომლებმაც ბაბი კირკიტაძეს მხარი საჯაროდ დაუჭირეს 

"დღეს ბაბი გახდა ცუდად, მძი­მე ემო­ცი­უ­რი წნე­ხის ქვე­შაა..." - როგორია ბაბი კირკიტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას წერს გიორგი გაბუნია 

ამჟამად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში რამდენიმე საათია ბაბი კირკიტაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. 

„ჩემი მთავარი მიზანი და მოტივაციაა, რომ ყველა, ვინც ეს ვიდეო დაამონტაჟა, მოიფიქრა, თითოეული გამავრცელებელი უნდა ვიპოვოთ. მათ უნდა ჰქონდეთ იმის შეგრძნება, რომ არიან დამნაშავეები და პასუხს აგებენ ამ ყველაფერზე. დარწმუნებული ვარ, რომ საგამოძიებო სტრუქტურა ბოლომდე იქნება ჩართული და ერთად შევძლებთ იმას, რომ მაქსიმალურად სწრაფად გამოვავლინოთ ყველა დამნაშავე.

აქ [ვიდეოში] არის ხმა გადადებული, სახე არცთუ ისე უხარისხოდ ჩასმული და მოკლედ, საკმაოდ კარგი ნამუშევარია. რაც შეეხება გავრცელების არეალს, არ ვიცი ზუსტად. მეუბნებიან, რომ სხვადასხვა პლატფორმაზე შეხვდათ. ამ ყველაფერს უკვე გამოძიებას მოვუყვები. საზიზღარი, გულის ამრევი ვიდეოა, სადაც ნათლად არის ჩემი სახე ჩასმული, ასევე ჟღერდება ვიდეოში ჩემი სახელიც“, – აღნიშნა ბაბი კირკიტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.