"ჩემი უღლის გამზიარებელს და დაჩის მამიკოს 35 წელი შეუსრულდა…" - ნუცა ცისკარიშვილის ემოციური წერილი მეუღლეს - Marao

"ჩემი უღლის გამზიარებელს და დაჩის მამიკოს 35 წელი შეუსრულდა…" - ნუცა ცისკარიშვილის ემოციური წერილი მეუღლეს

2023-12-12 17:05:09+04:00

"11 დეკემბერი – ჩემი მეორე ნაწილის დაბადება... ოტიას გაჩენით მეც დავიბადე, სხვაგვარად ერთი მთლიანი ვერ შედგებოდა. 

ჩემი უღლის გამზიარებელს და დაჩის მამიკოს 35 წელი შეუსრულდა… თუკი რამ არსებობს, ყველაფერი მისთვის მემეტება. ღირსეულად გაგვეტარებინოს წუთისოფელი ერთად. დანარჩენს არ დავწერ, ხომ იცით, როგორი ადამიანიცაა, არ უყვარს ბევრი ლაპარაკი, მაგრამ ეს დაბადების დღე ყველაზე გამორჩეული იყო, ოტია, როგორც მამა, ისე შეხვდა 35 წელს. ამ ბიჭზე კარგი მამა ჩემს შვილს(ებს) ვერ ეყოლებოდა! გილოცავ, ქმარი, სულ ერთად – ჭირსა და ლხინში ღრმა სიბერემდე.“ – წერს ნუცა ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში და მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს. 

„ამ ოთხი წლის განმავლობაში შვილის ყოლისთვის ყოველდღიურად ვიბრძოდით... არც ტაძარი დაგვიტოვებია და არც მედიცინის თანამედროვე მეთოდები“ - ნუცა ცისკარიშვილი 

ნუცა ცის­კა­რიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა ზღა­პარს ჰგავს. ისეთ ზღა­პარს, რო­მელ­ზეც ხში­რად გო­გო­ნე­ბი ბავ­შვო­ბა­ში ოც­ნე­ბო­ბენ. მე­ო­რე კურ­სზე იყო, რო­დე­საც გა­და­წყვი­ტა, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა თავ­ზე წაკ­რუ­ლი მან­დი­ლით გა­მო­ე­ხა­ტა. თა­ვი­დან ყვე­ლას დრო­ე­ბი­თი გა­ტა­ცე­ბა ეგო­ნა, ოჯა­ხი კი ხალ­ხის არცთუ ისე სა­სი­ა­მოვ­ნო კო­მენ­ტა­რებ­ზე ნერ­ვი­უ­ლობ­და. გო­გო­ნას ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ამ იმი­ჯით და­ო­ჯა­ხე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბო­და. მას შემ­დეგ წლე­ბი გა­ვი­და და გო­გო­ნა მან­დი­ლით ცნო­ბი­ლი მწერ­ლის, ოტია იო­სე­ლი­ა­ნის შვი­ლიშ­ვი­ლის, უმ­ცრო­სი ოტი­ას მე­უღ­ლეა.

"გაცნობიდან 2 თვეში ხელი მთხოვა, რთული იყო გადაწყვეტილების მიღება" - ოტია იოსელიანის შვილიშვილის სიყვარულის ამბავი და ცხოვრება მწერლის მუზეუმში 

წყვი­ლი ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ და­სახ­ლდა წყალ­ტუ­ბო­ში, მწერ­ლის კარ-მი­და­მო­ში და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას მიჰ­ყო ხელი. თა­ვი­დან ნუცა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გვერ­დით "ოტი­ას ეზო­თი“ გა­იც­ნო, სა­ი­და­ნაც მუ­დამ მოღი­მა­რი მან­დი­ლი­ა­ნი გო­გო­ნა გა­მომ­წე­რებს სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს უზი­ა­რებ­და.

"პატარა იოსელიანი ყოჩაღი ბიჭია... ახლა ლაქტაციის რთულ გზას გავდივარ" - ნუცა ცისკარიშვილი პატარა დაჩი იოსელიანის ახალ კადრებს აქვეყნებს 

მალე მიხ­ვდა, რომ პი­რა­დი სივ­რცეც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო და ახა­ლი გვერ­დი "ნუ­ცას დღი­უ­რი“ გა­ა­კე­თა, სა­დაც უკვე ასი ათას­ზე მეტი "მეგ­ზუ­რი“ ჰყავს. ასე ეძა­ხის ნუცა თა­ვის გა­მომ­წე­რებს, რო­მელ­თაც ბოლო ორი თვეა შეც­ვლილ როლ­სა და ცხოვ­რე­ბა­ზე უყ­ვე­ბა. ოტი­ას და ნუ­ცას ოთხი წლის შემ­დეგ ნა­ნატ­რი შვი­ლი, დაჩი იო­სე­ლი­ა­ნი შე­ე­ძი­ნათ...