"ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო შესანიშნავ გუნდთან მუშაობა, რომელიც დამეხმარა, გარდავქმნილიყავი კლასიკური ბერძნული კულტურის სიმბოლოდ, მარია კალასად", - წერს თამთა გოდუაძე სოციალურ ქსელში და GRACE Magazine-ისთვის გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.
Grace ონლაინგამოცემაა, რომელიც აუდიტორიას მთელ მსოფლიოში ხელოვნების სფეროში მიმდინარე სიახლეებისა და ცნობილი სახეების, ასევე, სილამაზისა და თავის მოვლის შესახებ სხვადასხვა ფორმის მასალას სთავაზობს. გადაღების ფარგლებში, თამთას ჩაცმულობასა და ვიზუალზე რამდენიმე წამყვანი სპეციალისტი, მათ შორის, Stefano Zaousis, Irida Anca და Menelaos Alevras მუშაობდნენ.
საქართველოდან წასული ქართველი ქალები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ვარსკვლავებად იქცნენ
თამთა გოდუაძე სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია. "ინსტაგრამზე" მას 225 ათასამდე გამომწერი ჰყავს და მისი ფოტოები განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს. თამთა საბერძნეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მომღერლად ითვლება. მის შესახებ ხშირად წერს ბერძნული მედიაც.
თამთა საქართველოში ფართო საზოგადოებამ სულ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როცა ერთ-ერთ რეიტინგულ შოუში ჟიურის წევრის ამპლუა მოირგო. მისი პროფესიონალიზმი, ქარიზმატულობა და შარმი შეუმჩნეველი არ დარჩენია არც ბერძენ მსმენელს. მომღერალი საბერძნეთში შოუ „სუპერ აიდოლით“ გაიცნეს და მალევე შეიყვარეს. მისი გულშემატკივრების რიცხვი კი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც 2019 წელს „ევროვიზიაზე“ კვიპროსის სახელით წარდგა და კონკურსის ფინალისტიც გახდა.
როგორც ცნობილია, თამთას რჩეული ბერძენი ბიზნესმენი პერის კასიდოკოსტას-ლაცია. წყვილი ერთად 2015 წლიდან ცხოვრობს, თუმცა კამერების წინ იშვიათად ჩნდებიან.
“არ ვგეგმავ, რომ ოჯახი ისევ შევქმნა. ჩემს პარტნიორთან ამ საკითხზე არ ვსაუბრობ. არაფერს ვგეგმავთ. უახლოესი მომავლისთვის მსგავსი არაფერია, თუმცა, არასოდეს იცი, რა მოხდება ცხოვრებაში, ვნახოთ, არასოდეს თქვა არასოდეს. რაც შეეხება ხმის ჩამწერ სტუდიასთან თანამშრომლობას, არ მგონია, რომ ამ ყველაფერს ბევრი ახსნა სჭირდებოდეს. ეს ჩემი არჩევანია და ამ პოზიციაზე ვდგავარ" - ამბობდა მომღერალი.
თამთა გოდუაძე ადგილობრივ მედიას ქალების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულებების შესახებ ესაუბრა:
„ხშირად ვფიქრობ, აქვს თუ არა ჩაცმას ასაკი. სარკეში რომ ვიყურები, ვფიქრობ ხოლმე, ასე ხომ 15 წლის ასაკში ვიცვამდი. მაგრამ მგონია, რომ შეგიძლია აკეთო, რაც გინდა, ნებისმიერ ასაკში. ყველას შეუძლია ჩაიცვას, რაც უნდა. არაერთხელ მცმია ისეთი რამ, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყოლია. მერე რა?!
ეს არაფერს ნიშნავს. ქალს თავისი სხეულის ფორმები და წონა ვერ შეაჩერებს, თუკი რაიმეს მოხდენილად ჩაცმა უნდა. თუ სარკეში იყურება და მოსწონს, რასაც ხედავს, მაშინ სწორად იქცევა, რომ ატარებს იმას, რაც უნდა. ხშირად მომისმენია, რომ ამბობენ, როგორი გამხდარი ვარ, მომისმენია ძალიან მკაცრი კრიტიკა ჩემს გარეგნობასთან დაკავშირებით", - ამბობდა მომღერალი.
თამთა გოდუაძე ადგილობრივ მედიას ქალების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულებების შესახებ ესაუბრა:
„ხშირად ვფიქრობ, აქვს თუ არა ჩაცმას ასაკი, სარკეში რომ ვიყურები, ვფიქრობ ხოლმე, ასე ხომ 15 წლის ასაკში ვიცვამდი. მაგრამ მგონია, რომ შეგიძლია აკეთო, რაც გინდა, ნებისმიერ ასაკში. ყველას შეუძლია ჩაიცვას, რაც უნდა. არაერთხელ მცმია ისეთი რამ, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყოლია. მერე რა?!
ეს არაფერს ნიშნავს. ქალს თავისი სხეულის ფორმები და წონა ვერ შეაჩერებს, თუკი რაიმეს მოხდენილად ჩაცმა უნდა. თუ სარკეში იყურება და მოსწონს, რასაც ხედავს, მაშინ სწორად იქცევა, რომ ატარებს იმას, რაც უნდა. ხშირად მომისმენია, რომ ამბობენ, როგორი გამხდარი ვარ, მომისმენია ძალიან მკაცრი კრიტიკა ჩემს გარეგნობასთან დაკავშირებით", - ამბობს მომღერალი.