ტელეწამყვანი და ბიზნესმენი ირაკლი მაქაცარია უკვე არაერთი წელია, რაც აქტიურად ჩანს ტელეეკრანებზე. ის სხვადასხვა პროექტის მონაწილის, ჟიურისა და წამყვანის ამპლუაში არაერთხელ მოგვევლინა და საზოგადოებას თავი მალევე შეაყვარა. რამდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ირაკლი შეყვარებული იყო, მისი რჩეული კი ცნობილი ექიმების, ქეთი ასათიანისა და გიორგი ჩიჩუას ქალიშვილი ლიზა ჩიჩუაა.
ლიზას ირაკლიმ ხელი მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანხლებით, სპეციალურად მოწყობილ გარემოში 2022 წლის აპრილში სთხოვა. უმშვენიერესი ლიზა, რასაკვირველია, თხოვნას დათანხმდა და წყვილის ქორწილი იმავე წლის ივლისში გაიმართა. მათ ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს. წყვილს 2-2 მეჯვარე ჰყავდა, საკურთხევლამდე კი ლიზა მამამ მიაცილა. ქორწილს ლიზას და ირაკლის ოჯახი და მეგობრები ესწრებოდნენ. მათ შორის უამრავი ცნობილი წყვილი და ტელესახე იყო, რომლებმაც ცნობილი დიზაინერების სამოსი მოირგეს.
"ვარსკვლავგოგონა... საოცარი ლიზა" - ლიზა ჩიჩუას მიერ დედასთან ერთად შესრულებული ქართული სიმღერა და რომანტიკული კადრები მეუღლესთან ერთად
"ჩემი შვილი, გიორგი, მსოფლიოში ყველაზე ტკბილი ბავშვია" - ირაკლი მაქაცარიას ბლიც-ინტერვიუ შვილის, ოჯახისა და საკუთარი ცხოვრების შესახებ
2023 წლის 2 ივნისს ლიზა და ირაკლი პირველი შვილის, გიორგი მაქაცარიას მშობლები გახდნენ. მშობლები ახალშობილის საჯაროდ გამოჩენას ერიდებიან, თუმცა მის ფოტოებს დაფარული სახით მაინც აქვეყნებენ და მეგობრებისგან დიდ სიყვარულს იმსახურებენ.
საზოგადოება კარგად არ იცნობს ირაკლის მშობლებს - ტელეწამყვანი მათთან ერთად გადაღებულ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს. თუმცა ირაკლის და, ლანა მაქაცარია, გადაცემა „პრაიმშოუს” ერთხელ უკვე იყო და ძმაზეც ისაუბრა:
„ირაკლი ბავშვობიდან იყო ძალიან მშვიდი, ყოველთვის აკონტროლებდა თავის სიტყვებს, ქცევებს… ჩვენ შორის არ არის ისეთი ურთიერთობა, რომ რაიმე დავუმალოთ ერთმანეთს.
მას აქვს ჩვევა, რომ არ უნდა ოჯახის წევრები, განსაკუთრებით, დედა, ანერვიულოს და პრობლემებზე არ საუბრობს. ურჩევნია საკუთარ თავში ჩაიკეტოს ან მეგობრებთან ილაპარაკოს, ვიდრე ჩვენთან”, – ამბობდა ლანა მაქაცარია.
ირაკლი მამა, უკვე მრავალი წელია, სახლში მცენარეების მოვლით არის დაკავებული.