მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში ჯანსაღი კვებისა და წონის კლების საკუთარი გამოცდილების შესახებ ჰყვება.
"გულწრფელად მინდა გაგიზიაროთ ჩემი წონის კლების პროცესი. დღეს ფიზკულტურის კვების დაწყებიდან მე-11 დღეა. 2.600 დავიკელი, მარტივად, შეზღუდვების გარეშე. რაც ყველაზე მეტად მომწონს, ვიკლებ სწორად, არ მშია და მივირთმევ ყველაფერს, რაც მიყვარს" - წერს სალომე.
სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. იგი უკვე არაერთი წელია, საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი სახეა. სალომემ სამოდელო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო, თუმცა17 წლის იყო, როცა ცოლად გაჰყვა ტატო აბულაძეს, რომელთან ერთადაც მოდელმა 3 წელი იცხოვრა. მას და ტატოს საერთო ბიჭი, დათუნა აბულაძე ეყოლათ.
სალომე ღვინიაშვილის ოჯახი, შვილები და პირველი ქორწინება - მოდელის ცხოვრების საინტერესო დეტალები
სალომე მკაცრი მშობლების ხელში გაიზარდა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, მშობლები ბევრ რამეს უკრძალავდნენ, მათ შორის, პირველ მეუღლესთან შეხვედრასაც. სალომეს თქმით, შესაძლოა სწორედ ეს აკრძალვა გახდა იმის მიზეზი, რომ ის პირველად ნაადრევად გათხოვდა.
სალომეს უფროსი ბიჭი დათუნა აბულაძე უკვე სრულწლოვანია და იშვიათად ჩნდება კამერების წინ. როგორც მოდელი ამბობს, ის და დათუნა ერთმანეთს კარგად უგებენ, რადგან სალომემ ბიჭი ჯერ კიდევ თინეიჯერობის პერიოდში გააჩინა. დათუნა მართლაც ძალიან ჰგავს დედას...
„17 წლის ვიყავი, როცა დათუნა დაიბადა. ყველაფრით დავიმსგავსე. ალბათ, ამიტომაც ვუგებთ ყველაზე კარგად ერთმანეთს" - ამბობდა სალომე ერთ-ერთ ინტერვიუში.
„ნამდვილი ქართული სილამაზე“ – სალომე ღვინიაშვილი უმშვენიერეს შავ კაბაში ახალ ფოტოებს აქვეყნებს
წლების შემდეგ სალომეს ცხოვრებაში ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი გამოჩნდა. მათ ულამაზესი ქორწილი გადაიხადეს და ორი შვილი, ნიტა და ტასუნა შეეძინათ. დღეს სალომეს წარმატებული კარიერა აქვს. ქართველ ხალხს სალომე გამორჩეულად უყვარს, ის შესანიშავი დედაა და დროს ბავშვებთან ერთად ხშირად ატარებს.
„ჩემი შვილი ტასუნა ამჟამად დამოუკიდებლად არის ინგლისში, სწავლობს და მუშაობს ერთ-ერთ კაფეში. ასევე კვირაში ერთი დღე ბავშვები ფსიქოლოგიაში უნდა მოამზადოს. მოკლედ, ძალიან ამაყი დედა ვარ” – ამბობდა სალომე ღვინიაშვილი. დედის საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული ნიტაც. ნიტა სალომესთან ერთად სხვადასხვა ბრენდის გადაღებებში ხშირად ჩნდება.
პირველი ნაბიჯები სამოდელო სფეროში და დედა-შვილის მსგავსება - სალომე ღვინიაშვილი ქალიშვილთან, ნიტა ხიზანიშვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს