ლეგენდარულ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს ყველა დროის საუკეთესო ქართველ სპორტსმენ ქალად მოიხსენიებენ. ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში ქალებსა და ვაჟებს შორის, სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი 1956 წლიდან, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი 1962-78 წლებში, თერთმეტგზის ოლიმპიური ჩემპიონი 1963-92 წლებში, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის პირველი მფლობელი, ხუთგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი სპორტის კრიტიკოსების შეფასებებში ყოველთვის ფიგურირებდა, როგორც „გონება, რომელიც მუდმივად ანგრევდა ჭადრაკის სფეროში არსებულ გენდერულ წინასწარგანწყობებს“.
ყველასათვის საყვარელი მომღერალი ნანი ბრეგვაძე არაერთი ათეული წელია, რაც სცენაზე დგას და ამ ხნის მანძილზე ყველა თაობის საყვარელი მუსიკოსი გახდა. მას ცოცხალ ლეგენდადაც კი მოიხსენიებენ. ის, გარდა ნიჭისა და ქარიზმისა, საზოგადოებას საკუთარი გამორჩეული, დახვეწილი და ელეგანტური გარეგნობითაც აღაფრთოვანებს. მუსიკოსი 86 წლის ასაკში შესანიშნავად გამოიყურება და აქტიურად აგრძელებს საქმიანობას.
"არც ბებიას ჰგავს და არც დედას... სწორედ ამიტომაა გამორჩეული' - ნატალია ქუთათელაძის ახალი ფოტოები დიდ მოწონებას იმსახურებს
"საქართველოს ორი სიამაყე... ქართული სილამაზე და ელეგანტურობა" - ნატალია ქუთათელაძე ნანი ბრეგვაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს
საზოგადოება კარგად იცნობს ნანის შვილს, ეკა მამალაძეს და შვილიშვილს, ნატალია ქუთათელაძეს. ნატალია თვითონაც ფანტასტიკურად მღერის.
ამჯერად სოციალურ ქსელში ნანი ბრეგვაძისა და ნონა გაფრინდაშვილის ვიდეო ვრცელდება - ვიდეოს ნათია ლოგუა აქვეყნებს.