1980-იან წლებში კეროლ ალტის ფოტოები ყველაზე პოპულარული ჟურნალების გარეკანებს ამშვენებდა. ამერიკელი მოდელი თავისი ბუნებრივი სილამაზით მთელს მსოფლიო აოცებდა. იმ წლებში კეროლი ითვლებოდა სილამაზის ხატად, რომლის მიბაძვას მილიონობით ქალი ცდილობდა. კეროლმა მიიღო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული და საპატიო მეხუთე ადგილი დაიკავა "ყველა დროის 10 საუკეთესო მოდელის" რეიტინგში. მაგრამ ზოგჯერ გარეგნული სილამაზის მიღმა იმალება ნამდვილი ტრაგედია და ალტის შემთხვევაში ეს მას თითქმის სიცოცხლის ფასად დაუჯდა...
ყველა ქალი ასეთი თავდაჯერებული უნდა იყოს - ადრიანა ლიმა უამრავი ჭორის შემდეგ წითელ ხალიჩაზე უმაკიაჟოდ გამოჩნდა
ყველაზე მიმზიდველ ქალად აღიარებულმა კელი ბრუკმა გაამხილა, რომ 11 წლის ასაკში წონის გამო დასცინოდნენ
იდეალური პარამეტრების მისაღწევად, კეროლმა გაუცნობიერებლად გამოიყენა ყველაზე რადიკალური მიდგომები, რომელთაგან მთავარი იყო მარტივი და ხელმისაწვდომი კანონი „არ ჭამო“.
„მთელი ჩემი სამოდელო კარიერის განმავლობაში ვიტანჯებოდი, რადგან ყოველთვის დაღლილი ვიყავი და გამუდმებით არასაკმარისად ვიკვებებოდი, ვცდილობდი შემენარჩუნებინა ძალიან დაბალი წონა“, - აღიარა მოდელმა ინტერვიუში.ვარსკვლავი ნამდვილად ნანობს, რომ ჯანმრთელობას ასე მოექცა. ალტმა არ იცოდა, რისი ჭამა შეეძლო საუზმეზე, ლანჩზე და სადილზე, ან რა საკვები ნივთიერებები შეუნარჩუნებდა ენერგიას. გამოუცდელობისა და იდეალური ფიგურის სურვილის გამო, მუდმივად ტანჯვა უწევდა. ამ ცხოვრების წესმა განაპირობა ის, რომ 35 წლის ასაკში ჯანმრთელობის მთელი რიგი პრობლემები შეექმნა.
შედეგად, მეგობარმა ურჩია ექიმ ტიმოთი ბრენტლის ნახვა. სპეციალისტი მუშაობდა თერაპიული კვების სფეროში და ეხმარებოდა თავის კლიენტებს სხვადასხვა დაავადების მოგვარებაში. ექიმმა მსახიობს სასურსათო დიეტა შესთავაზა, რამაც ხელი შეუწყო გამოჯანმრთელებას და საბოლოოდ მისი ცხოვრების სწორი მიმართულებით წარმართვას.”ის იყო ჩემი გურუ. ტიმოთიმ მასწავლა, რომ ბოსტნეული უნდა მიირთვათ უმი, და ასევე ბევრი რამ მასწავლა ფერმენტებზე, რომლებიც აუცილებელია სხეულის ყველა სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის“, - თქვა კეროლმა.
მოდელი ჭამს ახალ ხილსა და ბოსტნეულს, ორგანულ ხორცს და ახალ თევზს. ამ მიდგომამ მას საშუალება მისცა აღედგინა სხეული, ენერგიით ავსებულიყო და არ დაეკარგა ძველი ფორმა.