ალა პუგაჩოვა ოჯახთან ერთად უკვე თითქმის ორი წელია საზღვარგარეთ ცხოვრობს. 2022 წლის დასაწყისში მომღერალი ქმართან, მაქსიმ გალკინთან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა, ხოლო 2023 წლის ნოემბერში გაირკვა, რომ ვარსკვლავური წყვილი კვიპროსში ცხოვრობს.
"ალას ბევრი დაავადება აქვს, რამე თუ მოუვა, ვინ მიხედავს ბავშვებს? ჯანდაბა მას, გალკინს... როგორ შეეძლო შვილების მიტოვება?!" - რას ჰყვება ალა პუგაჩოვას მეგობარი, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა
ალა პუგაჩოვამ და მაქსიმ გალკინმა ისრაელი მაინც დატოვეს - სად გადავიდა წყვილი საცხოვრებლად და როგორია მათი 2.5 $-ად შეფასებული სახლი
პუგაჩოვას მეგობრის, ლიუბოვ აქსენოვას თქმით, ალას დიდი ხანია ფეხის პრობლემები აწუხებს. ამის შესახებ მხოლოდ ნათესავებმა და კოლეგებმა იცოდნენ.
„კონცერტის შემდეგ ალა გასახდელში მოდის და სავარძელში ჯდება. მას არასოდეს უჩვენებია რაიმე ნიშანი იმისა, რომ თავს ცუდად გრძნობდა. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ხაზი გაუსვან, თუ რამდენად ცუდად გრძნობენ თავს, როგორ სტკივათ ყველაფერი, რამდენად ღარიბები და უბედურები არიან. მაგრამ ალასთან ეს არე არაა“- ამბობს ლიუბოვი - „ათასგვარ მალამოს იყენებს, სხვადასხვა ზომის ფეხსაცმელიც კი ჰქონდა. ამან ტკივილთან ბრძოლა უფრო გაუადვილა“.