"ერთხელ თმის ვარ­ცხნა და­ვი­წყე ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის ლექ­ცი­ა­ზე და გამაგდო... ეგო­ნათ, რომ შტე­რი ვარ და ამი­ტომ არ ვიქ­ცე­ვი ისე, რო­გორც წე­სია" - რას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი ნინო ბურჯანაძის შესახებ - Marao

"ერთხელ თმის ვარ­ცხნა და­ვი­წყე ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის ლექ­ცი­ა­ზე და გამაგდო... ეგო­ნათ, რომ შტე­რი ვარ და ამი­ტომ არ ვიქ­ცე­ვი ისე, რო­გორც წე­სია" - რას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი ნინო ბურჯანაძის შესახებ

2023-12-14 16:20:57+04:00

 თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ სა­უბ­რის გამო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ცი­ე­ბი­დან ლექ­ტო­რე­ბი ხში­რად "აგ­დებ­დნენ".

"უცხო ადამიანმა სექსუალური შინაარსის შეურაცხყოფა მომაყენა იმიტომ, რომ კრიტიკული გამოსვლა მქონდა... მე არ ვითხოვ პრივილეგიებს იმიტომ, რომ ქალი ვარ" - რას ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი ქალის როლის შესახებ 

ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი იმა­საც იხ­სე­ნებს, რომ ერთხელ ლექ­ცი­ი­დან ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე­მაც გა­აგ­დო:

"უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ცი­ე­ბი­დან სულ მაგ­დებ­დნენ, ვლა­პა­რა­კობ­დი სულ - ლექ­ტო­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად. რე­გი­ნა ია­კო­ბი­ძე მაგ­დებ­და ძაან ხში­რად, სხვე­ბიც.

ერთხელ თმის ვარ­ცხნა და­ვი­წყე ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის ლექ­ცი­ა­ზე და იმა­ნაც გა­მაგ­დო - при людях даже мазать помаду не лзя - ო, ასე მი­თხრა. მეთ­ქი, ხა­რა­შო, და­ი­კო. ისე­თი ლექ­ტო­რე­ბიც მყავ­დნენ, ვის­თა­ნაც ვლა­პა­რა­კობ­დი და არა­სო­დეს გა­ვუგ­დი­ვარ - ალი­კა რონ­დე­ლი, ზურა და­ვი­თაშ­ვი­ლი, ლისა კესნე­რი.

„კატო ძალიან კარგი ბავშვი იყო, საღი, გონიერი, მხიარული და წესიერი, მაგრამ თბილისში ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში კონფლიქტები დაგვეწყო...“ - თამარ ჩერგოლეიშვილი შვილთან ურთიერთობის შესახებ 

გა­მოც­და­ზე რომ გავ­დი­ო­დი იმ ლექ­ტო­რებ­თან, ვინც ხში­რად მაგ­დებ­და, სულ რე­აქ­ცი­ე­ბით ვერ­თო­ბო­დი - ეგო­ნათ, რომ შტე­რი ვარ და ამი­ტომ არ ვიქ­ცე­ვი ისე, რო­გორც წე­სია. წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ვამ­თავ­რე. ახლა რა­ღაც დი­ა­ლო­გი მქონ­და კლი­შე­ებ­ზე და მა­გან გა­მახ­სე­ნა", - წერს თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

ქართველი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი თამარ ჩერგოლეიშვილი ჟურნალ „ტაბულას“ დამფუძნებელია. დაიბადა 1975 წლის 25 მაისს. 1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. 1997-1998 წლებში მუშაობდა ამერიკის იურისტთა ასოციაციაში 2000 წელს დაიწყო მუშაობა ევროპის საბჭოში. 2006-2010 წლებში იყო ევროპის საბჭოს სამართლებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი. 2009 წელს დააფუძნა ჟურნალი „ტაბულა“, 2012 წლის ბოლოს კი გაეშვა „ტაბულას“ ტელევიზია, რომელმაც მალევე შეწყვიტა მაუწყებლობა.

„კატოზე ორსულად დაუგეგმავად დავრჩი; ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში ვეღარ ვისწავლე, რადგან კატოს გაჩენა გადავწყვიტე... კატომ დაამთავრა ეს სკოლა, ოღონდ ეგეც ორსულადაა“ - თამარ ჩერგოლეიშვილი 

ჩერგოლეიშვილი არის ქართველი პოლიტიკოსის, გიგა ბოკერიას მეუღლე 2006 წლიდან. ჰყავს ორი შვილი: ეკატერინე (დ. 1997, პირველი ქორწინებიდან) და კესარია (დ. 2006).