„ცეკვავენ ვარსკვლავების“ არაერთი სეზონის მონაწილე, მოცეკვავე სალომე ჭაჭუა, საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს. ის 1990 წლის 23 ივნისს დაიბადა. არის სამეჯლისო და ლათინური ცეკვების მოცეკვავე და ქორეოგრაფი.
"საუზმე საერთდ ამოღებული მაქვს, 12 საათამდე მხოლოდ წყალს ვსვამ, სხეულს ვუფრთხილდები“ - როგორ იკვებება სალომე ჭაჭუა და როგორ ინარჩუნებს იდეალურ ფორმას
სალომე ლათინურ ცეკვებში საქართველოს შვიდგზის ჩემპიონია. 2004 წლიდან 2006 წლამდე ჭაჭუა წარმოადგენდა საქართველოს მსოფლიოს რამდენიმე ახალგაზრდულ ცეკვის კონკურსში. მან დაიკავა 57-ე ადგილი WDC Professional Latin-ში და 73-ე ადგილი WDSF RLS Latin-ში.

2016 წელს სალომე ჭაჭუა იყო პროექტ So You Think You Can Dance-ის ჟიურის წევრი. 2012-დან 2018 წლამდე ჭაჭუა პროფესიონალი მოცეკვავის ამპლუაში გამოჩნდა Dancing with the Stars-ის ქართული ვერსიის შვიდ სეზონში. ის პარტნიორებთან ერთად სამჯერ გავიდა ფინალში. 2021 წლის 22 დეკემბერს სალომე შეუერთდა "ცეკვავენ ვარსკვლავების" ირლანდიური ვერსიის მეხუთე სეზონს. მისი პარტნიორი იყო მორაგბე ჯორდან კონროი. ჭაჭუამ და კონროიმ ფინალში გასვლა შეძლეს და პროექტი მეორე ადგილით დაასრულეს ნინა კარბერისა და პასკუალ ლა როკას შემდეგ, ელენ კინის და სტივენ ვინსენტთან და ერიკა-კოდისთან და დენის სამსონთან ერთად.
"მიმაჩნია, რომ უმაღლეს ხარისხთან ვასოცირდები" - სალომე ჭაჭუა თავის მოვლის ხაზს ქმნის
სალომე მეექვე სეზონში 2023 წელს დაბრუნდა და პარტნიორობა დუბლინის GAA-ს ყოფილ ფეხბურთელს, პოლ ბროგანს გაუწია. სალომე და პოლი მესამე წყვილი იყო, რომელმაც პროექტი დატოვა.
"ყოველთვის მინდოდა ამის გაკეთება - სალომე ჭაჭუას ახალი იმიჯი და ცეცხლოვანი ცეკვა
ამჯერად სალომე ჭაჭუა საკუთარ გვერდზე ახალ ვიდეოს აქვეყნებს. როგორც ჩანს, ის ირლანდიური "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონშიც იღებს მონაწილეობას.