ქართველი დიზაინერი ანუკი არეშიძე 1989 წლის პირველ ივლისს დაიბადა. ანუკი სწავლობდა Istituto Marangoni-სა და Accademia del Lusso-ში, მილანში. ჰქონდა სამოდელო კარიერა, თუმცა დაოჯახების შემდეგ ის აქტიურად დაკავდა საკუთარი ბრენდის შექმნითა და განვითარებით. ანუკი არეშიძემ საკუთარი ბრენდი Anouki 2013 წელს თბილისში შექმნა, თუმცა მას უკვე ევროპაშიც კარგად იცნობენ. დიზაინერი ქალის ხაზის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებსაც ქმნის. სულ ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ საბავშვო ხაზის წარმოება დაიწყო, რომელსაც უმცროსი შვილის, ნიკოლასის სახელი დაარქვა. როგორც ცნობილია, ანუკი არეშიძე ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ის ბევრს მოგზაურობს და მინიმალისტურ, ესთეტიკურ კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.
2013 წელსვე ანუკი არეშიძემ ფეხბურთელ კახა კალაძეზე იქორწინა.
"მე 18 წლის ვიყავი. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. იქ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. ცოტა ხნის შემდეგ, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი. კახი სიყვარულს ჩუმად, უთქმელად გამოხატავდა. თვალებით მესაუბრებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. სხვა გოგონები ალბათ ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ, როცა მის გვერდით მხედავდნენ" - ამბობდა მაშინ ანუკი.
„ანანო 13 წლის“ - დიზაინერი ნინა ზარქუა შვილის, ანა ამისულაშვილის ვიდეოს აქვეყნებს
კახა კალაძესა და ანუკი არეშიძეს ოთხი შვილი: ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლასი ჰყავთ. ამჯერად ანუკი ვაჩესთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.
ამჯერად ანუკი ნინა ზარქუასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს: დიზაინერ ნინა ზარქუას მოდის სამყაროში კარგად იცნობენ. ის სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსაც. მიუხედავად იმისა, რომ ნინამ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა, მოახერხა, შეექმნა მოდელის კარიერა და გამხდარიყო წარმატებული დიზაინერი. ის ფეხსაცმლისა და აქსესუარების ხაზზე მუშაობს და მისი კოლექციები მსოფლიო ბაზარზეც გადის.
ნინა ზარქუა ცნობილი ფეხბურთელის, ალექსანდრე ამისულაშვილის მეუღლეა. წყვილს სამი შვილი ჰყავს, რომლებთან ერთადაც დროს ხშირად ატარებენ და დასასვენებლადაც ერთად დადიან. როგორც ცნობილია, ალექსანდრე ამისულაშვილმა კარიერა 2017 წელს დაასრულა. დიზაინერის თქმით, ეს მისთვის სასიხარულო ფაქტია, რადგან ფეხბურთი ალექსანდრეს ცხოვრების დიდ ნაწილს იკავებდა, ახლა კი მასთან ერთად უფრო მეტი დროის გატარებას შეძლებდა.
ანუკი და ნინა ბავშვობიდან მეგობრობდნენ. ისინი ერთმანეთს პოდიუმმა დააკავშირა. ორივემ პროფესიად დიზაინერობა აირჩია, პირად ცხოვრებაში კი არჩევანი ფეხბურთელებზე გააკეთეს.
ანუკი და ნინა ხშირად შოპინგობდნენ ერთად უცხოეთში, მოგზაურობდნენ, სტუმრობდნენ ერთმანეთს, აქვეყნებდნენ საერთო ფოტოებს და განუყრელი მეგობრები იყვნენ.
2018 წელს ცნობილი გახდა, რომ მათი მეგობრობა დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე ორივეს არაერთხელ ჰკითხეს ინტერვიუებში, რა გახდა მიზეზი, ამ თემაზე საუბარს თავს არიდებდნენ, მაგრამ ვრცელდებოდა ჭორი, რომ ანუკი არეშიძემ ნინა ზარქუას ჩექმის მოდელის კოპირება დააბრალა... ქალების ჩხუბს კაცების ურთიერთობაზე არ უმოქმედია და ამისულაშვილი-კალაძე ისევ აგრძელებდნენ მეგობრობას. ცოტა ხნის წინ კი ნინამ და ანუკიმ ურთიერთობა აღადგინეს და ერთად კვლავ დიდ დროს ატარებენ.