მომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და მომღერლის გათხოვების შესახებ არაერთი ჭორიც დადიოდა.
თიკა ჯამბურიამ ბავშვობის სიყვარულზე ადრეულ ასაკში იქორწინა, თუმცა მისი და ბექა ხოფერიას კავშირი მალევე დასრულდა. მიუხედავად ამისა, ყოფილ დედამთილთან, ხათუნა ხოფერიასთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა და ისინი დღემდე მეგობრობენ:
"ლამაზი წყვილი" - თიკა ჯამბურიას ფოტოები შეყვარებულთან ერთად: ვინ არის მომღერლის რჩეული
"ყოფილს მოგცემ შენ... მე შენი მარადიული დედამთილი ვარ“ - რას წერს ხათუნა ხოფერია თიკა ჯამბურიას ვიდეოზე
ხათუნა ჩემს დედამთილად დარჩა. ყოფილ დედამთილს არ ვეძახი. ძალიან მიყვარს. ჩვეულებრივად შეიძლება, ყოფილ დედამთილთან ასეთი ურთიერთობა გქონდეს. ჩვენ გვყავს საერთო ადამიანი, ნინა, რომელიც ასე გვაახლოებს ერთმანეთს. მე, ფაქტობრივად, ხათუნას გაზრდილი ვარ, რადგან ძალიან პატარა ვიყავი. პირველივე წუთიდან ახლო ადამიანად მიმიღო და მივიღე. მეგობრები ვართ. ხშირად ვურეკავთ ერთმანეთს და ვჭორაობთ, ახალი ურთიერთობების შესახებაც მილაპარაკია. მიმღებლობა აქვს ამისი. ნინას უქმნის ეს დიდ კომფორტს. ბავშვი არ არის დაძაბული. მე და ბექასაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. ამაში ხათუნას ძალიან დიდი დამსახურება აქვს. მან დაალაგა…“ - ამბობდა თიკა.
თიკა ხშირად წერს, რომ შვილთან, ნინა ხოფერიასთან, ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. როგორც ჩანს, დედა-შვილი ერთად დროს მართლაც სასიამოვნოდ და მხიარულად ატარებს. კადრებს საკუთარი ყოველდღიურობიდან კი გამომწერებსაც ხშირად უზიარებენ.
თიკა აღნიშნავს, რომ ამჯერად 57 კილოს იწონის - "ყოველთვის ლამაზი ვიყავი... სილამაზე არ განისაზღვრება მხოლოდ კილოგრამებით".
გამომწერების კითხვაზე, რა არის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი, თიკა პასუხობს, რომ მთავარი სიყვარული, ოჯახი და ცხოვრებით ტკბობაა.
"არ უნდა გეშინოდეს და ხშირად უნდა გარისკო. ახალი ინტერესები უნდა გაიჩინო და ერთ ადგილზე არასდროს გაჩერდე. სულ უნდა განვითარდე და აჰყვე ცხოვრების რიტმს.
იცხოვრე ისე, რომ ისიამოვნო ყოველი წუთით. ნაკლებად იფიქრე, სხვა რას იფიქრებს შენს გადადგმულ ნაბიჯებზე! მთავარია, შენ გსიამოვნებდეს და მოგწონდეს. რა თქმა უნდა, ეს ისე უნდა გააკეთო, რომ სხვას არ ავნო" - წერს თიკა ჯამბურია.