2001 წლის 25 მარტი განსაკუთრებით ბედნიერი დღე იყო ჯულია რობერტსის ცხოვრებაში - მსახიობმა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ოსკარის ჯილდო მიიღო.
როგორც კი 33 წლის მსახიობი წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა, ყველას ყურადღება მიიქცია. მსახიობისარჩევანი Valentino-ს შავ ხავერდოვან კაბაზე შეჩერდა.
„ბევრ ცნობილ ქალს ჩავიცვი, მაგრამ მხოლოდ ჯულიამ გამაბედნიერა. როცა ის ჩემს კაბაში ჯილდოს მისაღებად გამოვიდა, კინაღამ ვიტირე. ეს მომენტი ნამდვილად იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს კარიერაში“, - განაცხადა დიზაინერმა ვალენტინო გრავანმა.
"წარმოუდგენლად ლამაზი", "ყველაზე ელეგანტური" - ასე აფასებდნენ მოდის კრიტიკოსები კაბას. მაგრამ ყველაზე საინტერესო ჯულია რობერტსის ძმისშვილის, ემა რობერტსის შეფასება გამოდგა. 10 წლის ემამ, რომელიც მამიდას ოსკარის დაჯილდოებაზე ახლდა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ჯულია შავ კაბაში „სკუნსს“ ჰგავდა.