"ნათესავები ამბობდნენ, რომ ოჯახი შევარცხვინე, თუმცა ეს ყველაფერი ამად ღირდა" - რას ჰყვება თამუნა მუსერიძე - Marao

"ნათესავები ამბობდნენ, რომ ოჯახი შევარცხვინე, თუმცა ეს ყველაფერი ამად ღირდა" - რას ჰყვება თამუნა მუსერიძე

2023-12-16 16:43:40+04:00

2023 წელს "ფე­ის­ბუ­ქის" პო­პუ­ლა­რუ­ლი ჯგუ­ფის "ვე­ძებ" დამ­ფუძ­ნებ­ლის, ჟურ­ნა­ლის­ტის თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის საქ­მი­ა­ნო­ბით BBC და­ინ­ტე­რეს­და და თა­მუ­ნას დახ­მა­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი გა­და­ი­ღო. ფილ­მის პრე­მი­ე­რა იან­ვრის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­შია და­გეგ­მი­ლი... ამას­თან, თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე მიმ­დი­ნა­რე წელს BBC-ის 100 ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ქა­ლის სი­ა­ში მოხ­ვდა.

- ყვე­ლა­ფე­რი შარ­შან დე­კემ­ბერ­ში და­ი­წყო, რო­დე­საც BBC-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­მი­კავ­შირ­და, გა­დამ­ღებ ჯგუფს სა­ქარ­თვე­ლო­ში გაშ­ვი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­უ­ჟე­ტის გა­კე­თე­ბა უნ­დო­და. მათ ტყუ­პი გო­გოს ის­ტო­რია უნა­ხავთ, რის შემ­დეგ მომ­მარ­თეს. თუმ­ცა თა­ვა­დაც მო­ძი­ე­ბუ­ლი ჰქონ­დათ და სხვა­დას­ხვა სა­ხის კვლე­ვა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ კუ­თხით წლე­ბის წინ რაც ხდე­ბო­და. გა­და­წყვე­ტი­ლი იყო, დიდი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის გა­და­ღე­ბა. ეს ნა­მუ­შე­ვა­რი მაქ­სი­მუმ 3 კვი­რა­ში გა­მო­ვა, რომ­ლის გა­და­ღე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 10 თვე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და... ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­მუ­შა­ვეთ, წე­სით, კარ­გი უნდა გა­მო­ვი­დეს.

- 2023 წელს BBC-ის 100 ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ქა­ლის სი­ა­ში მოხ­ვდი. გი­ლო­ცავ.

- მად­ლო­ბა, ოღონდ, ამ გავ­ლე­ნი­ან ქალ­ში ის კი არ იგუ­ლის­ხმე­ბა, რომ ვი­ღა­ცა­ზე მაქვს გავ­ლე­ნა, ნიშ­ნავს იმას, რომ გარ­კვე­ულ მოვ­ლე­ნა­ზე მო­ვახ­დი­ნე გავ­ლე­ნა. ეს მოვ­ლე­ნა არა მარ­ტო იმ ადა­მი­ა­ნის ქვე­ყა­ნა­ში გახ­და ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტი, არა­მედ ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ.

- სა­სი­ხა­რუ­ლო ისიც არის, რომ ამ 100-გავ­ლე­ნი­ან ქალს შო­რის ქარ­თვე­ლი აქამ­დე არ ყო­ფი­ლა...

- ისე მოხ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან პირ­ვე­ლი ვარ. რა თქმა უნდა, ამას ვე­რას­დროს ვი­ფიქ­რებ­დი. მით უმე­ტეს, როცა სა­ო­ცა­რი სტრე­სის ფონ­ზე და­ვი­წყე ჩემი წარ­მო­მავ­ლო­ბის ძი­ე­ბა. როცა ნა­თე­სა­ვე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის­თვის, იმ ხალ­ხის­თვის, ვინც მაკ­რი­ტი­კებ­და, მი­უ­ღე­ბე­ლი იყო ჩემი საქ­ცი­ე­ლი. ამ­ბობ­დნენ, რომ სა­მარ­ცხვი­ნო ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგი, ოჯა­ხი შე­ვარ­ცხვი­ნე და ა.შ. თუმ­ცა ალ­ბათ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ღირ­და.

 

- თქვენ­მა სო­ცი­ა­ლურ­მა ჯგუფ­მა, შენ­მა აქ­ტი­ვო­ბამ ბევრ ადა­მი­ანს დიდი სი­ხა­რუ­ლი მი­ა­ნი­ჭა - ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნე­თი აპოვ­ნი­ნა...

- ეს ჯგუ­ფი უკვე იმ­ხე­ლაა, ვი­ღაც რომ შე­მო­დის და და­წერს, ამა და ამ პი­როვ­ნე­ბას ვე­ძე­ბო, ვი­ღაც მი­უ­წერს, ჩემი ახ­ლო­ბე­ლი­აო და უკვე ჩვე­ნი ჩა­რე­ვის გა­რე­შე ერ­თმა­ნეთს თა­ვად­ვე უკავ­შირ­დე­ბი­ან. მო­ვა­ხერ­ხეთ და სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა ავ­ტო­მა­ტუ­რი გავ­ხა­დეთ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მაა... და­ახ­ლო­ე­ბით 800 ოჯა­ხია, რო­მელ­თაც ერ­თმა­ნე­თი მო­ძებ­ნეს... თუმ­ცა აქ არ ით­ვლე­ბა ის ხალ­ხი, ვინც ტეს­ტე­ბით იპო­ვა. იგუ­ლის­ხმე­ბა ისი­ნი, ვინც ინ­ფორ­მა­ცია ერ­თმა­ნე­თის შე­სა­ხებ ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ი­პო­ვა.

- თა­ვად რას გრძნობ ასეთ დროს?

- ალ­ბათ, სი­ა­მა­ყეს. ჩემი გო­გო­ე­ბით ვა­მა­ყობ, რომ­ლებ­მაც ჩემ­სა­ვით ყვე­ლა­ფე­რი გვერ­დზე გა­და­დეს... მარ­ტოს გა­მი­ჭირ­დე­ბო­და.

- ამ­დე­ნი რამ შე­ძე­ლი და ეს საქ­მე რის­თვი­საც და­ი­წყე, იმას ჯერ ვერ მი­ა­გე­ნი...

- ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი, ვფიქ­რობ, კა­ნონ­ზო­მი­ე­რია. რა­ღა­ცის გამო რა­ღაც უნდა დათ­მო. ისე გა­მო­ვი­და, რომ ვერ მი­ვი­ღე ის, რაც მინ­დო­და, მაგ­რამ მი­ვი­ღე ის, რა­საც ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი.

- გაქვს იმე­დი, რომ ოდეს­მე მი­ი­ღებ იმას, რაც გინ­დო­და და გინ­და?

- არ ვიცი, აქამ­დე ძა­ლი­ან შე­მარ­თუ­ლად ვი­ყა­ვი, დიდი იმე­დი მქონ­და და მე­გო­ნა, აქამ­დე მის ყუ­რამ­დე მიღ­წე­უ­ლი არ იყო, მაგ­რამ ახლა, როცა მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ კი არა, მთელ­მა მსოფ­ლი­ომ გა­ი­გო ჩემი კვლე­ვა-ძი­ე­ბის შე­სა­ხებ, იმე­დი ნელ-ნელა იშ­რი­ტე­ბა...გაგრძელება